ავტორი:

"თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს... ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე

"თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს... ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე

რამდენიმე კვირის წინ თბილისის კიდევ ერთი სასურველი სასიძო დათო ხუჯაძე დაოჯახდა. მეუღლე ეკა დალაქიშვილი ლოტბარია, თუმცა თავისი პროფესიით არ მუშაობს. ხუჯაძე წლების წინ, მოსკოვში ცხოვრებისას უკვე იმყოფებოდა ერთხელ ქორწინებაში.

მომღერალი კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ნათესავზე, ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მალე ერთმანეთს დაშორდნენ და ყოფილი ცოლი საერთო შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, მოგვიანებით ურთიერთობები დაალაგეს და მომღერალი ხშირად ნახულობს გოგონას.

დათო ხუჯაძემ მომავალი მეუღლე აეროპორტში გაიცნო, სადაც ქალი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მომღერალმა მეუღლის შესახებ რადიო "ფორტუნას" გადაცემა "არტ-FM"-ში ისაუბრა:

"ჩემი მეუღლე ეკა დალაქიშვილი თბილისელია, რაც შეეხება პროფესიას, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ადრე ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობს დათო ხუჯაძე.

მომღერალმა გადაცემაში შვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ უნდა ბავშვი მის პროფესიას გაყვეს.

"სიმართლე ვთქვა, არასდროს არ მინდოდა. ასეთ შემთხვევაში შვილი ყოველთვის მშობლის ჩრდილში ექცევა, თუ რა თქმა უნდა, მასზე მეტი არ გააკეთა, რის გარანტიასაც ვერავინ მოგცემს. ბევრად უკეთესი იქნება, თუ სხვა პროფესიას აირჩევს, მუსიკა კი, მისი ჰობი იქნება. ამასთანავე, ძალიან რთულია მუსიკოსობას სხვა პროფესია შეუთავსო. საკუთარ თავზე გამოვცადე, მართალია სამედიცინო განათლება მივიღე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ორივე პროფესიის შეთავსება, ამიტომ უპირატესობა იმ სფეროს მივანიჭე, რომელიც უფრო ახლობელი იყო ჩემთვის. რვა წლიდან ვმღერი და სწორედ მუსიკოსობა ვაქციე ჩემს პროფესიად..." - ამბობს ხუჯაძე.

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი