ავტორი:

"ოპერაცია გავიკეთე...არ შემიძლია დისკუსია..." - რას წერს ინგა გრიგოლია ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

"ოპერაცია გავიკეთე...არ შემიძლია დისკუსია..." - რას წერს ინგა გრიგოლია ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით "ტვ პირველის" ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებს ეხმიანება და ამასთან აღნიშნავს, რომ ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, ვერ აქტიურობს.

"ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში. იმედია, რაც გუშინ ტვ "პირველზე" გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე,ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გამო, სასამართლოთი,პროკურატურით და თავდასხმით, რაც არავის გამოუძიებია.

იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე, რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ "ოცნების" და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან. არ შემიძლია დისკუსია და ბევრი წერა.

ამიტომ ტყუილად ნუ შემომივარდებით მორალისტებ, პასუხს ვერ გაგცემთ" - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი "კაგებეს“ მეთოდებით, "კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული", - აღნიშნა მდინარაძემ.

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

"წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ქვეყანა, ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კე-გე-ბე-მ ივანიშვილი" - წავა თუ არა პოლიტიკაში ანიტა რაჭველიშვილი?

"ერთი ტიტანიკის ჩაძირვას ამერიკაში მიგრაცია არ შეუჩერებია, განსხვავებაც სახეზეა ვაქცინაციის პროცესში" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის მიმართვა