ავტორი:

"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით

"მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი" - რა პოსტი ვრცელდება "ფეისბუქში" ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო ბენდიანიშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს:

"მოკლედ, ვწერ ტვ პირველზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე, მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი.

მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ, რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან.

ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე ლადო ბენდიანიშვილი.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ფაილების მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს. ჩანაწერებში ფიგურირებს სახელი ლადო, თუმცა დადგენილი არ არის ზემოთ მოცემული პოსტის ავტორი ნამდვილად არის თუ არა ის ადამიანი, რომლის შესახებაც ჩანაწერებში საუბრობენ.

"ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა - "მე გავდივარ პოლიტიკიდან, ერთად დავამთავროთ", ახლაც გამოგყვები" - ხუხაშვილი ივანიშვილს მიმართავს

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს