ავტორი:

კაცი, რომელმაც თვითმფრინავი შეჭამა - ფრანგი "ყველაფრისმჭამელის" უცნაური უნარი

კაცი, რომელმაც თვითმფრინავი შეჭამა - ფრანგი "ყველაფრისმჭამელის" უცნაური უნარი

დედამიწაზე უამრავი გამორჩეული და უცნაური ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით გვაოცებენ. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ.

ფრანგმა მიშელ ლოტიტომ (Michel Lotito) გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ადამიანმა, რომელსაც ყველაფრის ჭამა შეეძლო. პატარა მეტალის ნივთებით დაწყებული მთლიანი ველოსიპედით თუ თვითმფრინავით დამთავრებული - მას ყველაფრის შეჭმა შეეძლო. ლოტიტოს ხშირად "მისტერ ყველაფრის მჭამელსაც" უწოდებდნენ.

უცნაური უნარი

მიშელ ლოტიტო 1950 წელს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა. სულ რამდენიმე წლის იყო, როდესაც წყლის დალევის დროს ჭიქა შემთხვევით გაუტყდა და მოულოდნელად გადაეყლაპა. ყველას გასაოცრად დამსხვრეულმა მინამ ბავშვის სხეული არ დააზიანა და ბიჭუნა თავს კარგად გრძნობდა.

მას შემდეგ მიშელმა სხვადასხვა ნივთების გადაყლაპვა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მინასთან ერთად სხვადასხვა მეტალის გადასანსვლაც უპრობლემოდ შეეძლო. თინეიჯერობის დროს ის ახალგაზრდებს ხშირად აოცებდა თავისი უნიკალური უნარით.

16 წლის ასაკში ფართო საზოგადოების წინაში პირველად წარსდგა და აუდიტორიის წინაში ველოსიპედი, ურიკა და ტელევიზორი შეჭამა. როგორც თვითმხილველები ამბობენ ლოლიტო მეტალს ჯერ წვრილ ნაჭრებად ყოფდა, შემდეგ ზეთს უმატებდა. ჭამის დროს კი წყალს აყოლებდა. ექიმებმა მისი ორგანიზმი არაერთხელ გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მისი კუჭის კედელი ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ უფრო სქელი იყო, რამაც მას სხვადასხვა ნივთის დაუბრკოლებლად დაგემოვნების შესაძლებლობა მისცა.

მიშელ ლოლიტო და Cessna 150

მიშელს ბავშვობიდან სურდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილიყო და გადაწყვიტა ამაში საკუთარი უცნაური უნარი გამოეყენებინა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა გრანდიოზული გეგმის განსახორციელებლად... წაიკითხეთ ვრცლად

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

დღის ფოტო: მეგანისა და ჰარის ოჯახური პორტრეტი - "ის ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს სამაგალითო ქმარი"

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან