ავტორი:

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

რამდენიმე საათის წინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში უბედური შემთხვევა მოხდა. სწორედ იმ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა, სადაც ხმაური იყო. როგორც ცნობილია, ახალმა მეუფემ ეპარქიის ორ დიაკონს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ტერიტორიაზე დღეს დილიდან მრევლმა და უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირების მხარდამჭერებმა იწყეს შეკრება, ამიტომ იქ უამრავი ადამიანი მოგროვდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მრევლის ნაწილი და ჟურნალისტები ცდილობდნენ მეუფის რეზიდენციაში შესვლას. შენობას ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა და ამ დროს მოულოდნელად რეზიდენციის მოაჯირის ნაწილი ჩაინგრა.

სამწუხაროდმ ადამიანები 5-6 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ჩვენი ინფორმაციით დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის", "ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები. სხეულის დაზიანება მიიღო "ტვპირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. ჩვენი ინფორმაციით დაშავებულია ასევე "მთავარი არხის" ოპერატორი.

დაშავებულები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს და შემდეგ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

"უფლებამოსილება რომ შეუჩერეს ორ მღვდელს იმ საკითხს იხილავდნენ და იქ ცდილობენენ შესვლას ადამიანები. უამრავი ადამიანი იყო მოგროვილი, როგორც ვხვდები ძირითადად მედიის თანამშრომლები არიან დაშავებულები. ეტყობა ისინი წინ იდგნენ და ხალხი რომ მიაწვა, ჩაინგრა მოაჯირი და ჩაცვივდნენ. მერე იმათ ზევიდანაც დაეცა ხალხი და ამიტომ ვინც ქვევით მოყვნენ, ძირითადად ისინი დაშავდნენ. 6 ადამიანია გადაყვანილი კლინიკებში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ზოგს ნეკნი აქვს მოტეხილი, ზოგს ფეხი. ერთი ვიცანი, "მთავარი არხის" ოპერატორი იყო ადრეც მინახავს ეს ბიჭი მარტვილში. სხვებს არ ვიცნობ. ძირითადად მოტეხილობები აქვთ. ახლაც რენდგენის რიგში დგანან, რომ დაზიანებები გაირკვეს, ძირითადად სხვადასხვა სახის მოტეხილობებია", - გვითხრა ადგილობრივმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მარტვილის ტაძრის მოძღღვარს მამა გოჩა ცაავას:

- მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ბევრი ხალხი იყო, ამიტომ მხედველობა არ იყო კარგი, მე კუთხეში ვიყავი და ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ადმიანია დაშავდა. უფრო ჟურნალისტები არიან დაშავებულები საავდმყოფოში არიან. მრევლის ნაწილი მეუფესთან ითხოვდა შეხვედრას, ეტყობა თან ჟურნალისტებს გადაღება უნდოდათ იმის, თუ რა ხდებოდა შიგნით, სადაც კრება მიმდინარეობდა, ამ დროს გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა.... სასულიერო პირები არ არიან დაშავებულან... ღმერთმა ყველა დაგლოცოთ.

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

13 გარდაცვლილი და 529 ახალი ინფიცირებული - როგორია კორონავირუსის შემთხვევათა ბოლო მონაცემები რეგიონების მიხედვით

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს