ავტორი:

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, თავის ეპარქიაში სასჯელი ვის დაადოს ჟურნალისტებს და „ანგაჟირებულ მრევლს“ ვერ ჰკითხავს.

„რა ტენდენციაა ეს, რომ საკუთარ რეზიდენციაში გეჭრება ამდენი ხალხი და არ გაცლის მღვდელმთავარს კრება ჩაატარო?! რა ტენდენციაა, რომ მღვდელმთავარს, რომელსაც არ ემორჩილება მისი დიაკონი, რომელიც მოწოდებული იყო ორჯერ რომ დამდგარიყვნენ მსახურებაზე და უარი განაცხადეს, მღვდელმთავარს უფლება არ აქვს თავისი დიაკონი, რომელიც არ ემორჩილება, იმას განაჩენი გამოუტანოს და დასაჯოს? მე ვერ ვხვდები ჩართულობას. ეს არ არის მრევლის ჩართულობა, ეს არის ეკლესიაში რომ ეძებს პროვოკაციას, წინასწარ დაგეგმილს. ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან. რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს. ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს... იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ. ვერ ვიგებ ეს მოდიფიცირებული ეკლესიურობაა, მოდიფიცირებული „ახალი მრევლი“ თუ რა ხდება?!

მესმის, რომ პროტესტი დღეს არ დაწყებულა, არც ხვალ დამთავრდება, მაგრამ მის გამოხატვასაც თავისი ადგილი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რეზიდენციაში შემომივარდე? პირველ რიგში ჩვენ გვინდა სიტუაცია დალაგდეს, რადგან ეკლესია სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონმა არ დააკონკრეტა ვისგან იყო მართული მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები, თუმცა აღნიშნა, რომ „აშკარაა, ვიღაცას ეს ხელს აძლევს“.

„მესმის, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, მეუფე პეტრე ნაღვაწია იქ, უყვართ, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ჩვენ მრევლს ვუზრდით ეკლესიას, როგორ შეიძლება კარგ ხეს ცუდი ნაყოფი ჰქონდეს? მრევლის პირველი დანიშნულება იერარქიის ცნობა და საეკლესიო კანონების მორჩილებაა. ფაქტია, რომ დღეს ოფიციალური ეკლესია არის საქართველოს საპატრიარქო, ოფიციალური წარმომადგენლობა არის სინოდი. როდესაც იერარქს არ სცნობ, როგორ იცავ ეკლესიას? ფაქტი ის არის, რომ მეუფე პეტრეს აღზრდილები აკეთებენ ამას, მათ ეს როგორ მოსდით სიყვარულით თუ დათვური სამსახურით, ეს უკვე სხვა საკითხია. მეუფე პეტრეც უნდა ზრუნავდეს და უთხრას ამ ხალხს რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ რომ ჩვენ თავს არ ვუწყობთ ამას, ეს აშკარაა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა და დასძინა, რომ მრევლის პროტესტი უსაფუძვლო იყო, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება გაეპროტესტებინათ მღვდელმთავრის გადაწყვეტილება დიაკვნების დასჯის თაობაზე.

ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა, ამ ფაქტმა გუშინ ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ჟურნალისტები რეზიდენციაში ძალმომრეობით შეიჭრნენ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე