ავტორი:

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე პოსტით ეხმაურება:

"ხშირად მქონია ხოლმე საუბარი სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან" და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე სწორი მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო. როგორც კი ძალადობისთვის ასწევ ხელს, გაუფასურებულია და ძალადაკარგულია შენი სიტყვა. მპასუხობს: კი, მართალია, მაგრამ მაგათ სიტყვა არ ესმით. შემდეგ ვეკითხები ხოლმე და აქ მთავრდება ჩვენი საუბარი: კარგი, ვთქვათ ადექი და სცემე, რადგან არ ესმის. შემდეგ თუ ისევ გააგრძელა კიდევ სცემე უფრო მაგრად, კიდევ და კიდევ სცემე და ბოლოს რას აპირებ? უნდა მოკლა? აქ სამარცხვინოდ გაიყურსებიან რადგან იციან, რომ მოკვლა არ შეიძლება და თან საკუთარ თავში მოდუღარი სიძულვილი არ ასვენებთ, ადამიანის განადგურება უნდათ. ასეთებს ეუბნება ქრისტე: უკვე მკვლელები ხართ ღვთის წინაშე, თუ ადამიანის სიძულვილი გაქვთ გულში, უკვე დაგირღვევიათ მცნება. "არა კაც ჰკლაო". დაფიქრდით, სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები!"

"რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და მათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? - სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტიქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არაოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია. გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთვის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი.

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე. ფოტოზე: სიწმინდის და ზნეობის დამცველების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მშვიდობიანი ჟურნალისტი"

"ეს არის ჩემი ქრისტე, ასეთი ქრისტე გვწამს ქრისტიანებს. "საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა." (ბიბლია, ესაია 53, 3. 7. 9) კეტი არ ჩაურტყამს თავში ადამიანისთვის, არც თვალი ჩაულურჯებია ვინმესთვის, არც უგინებია და არც ფანჯრები დაულეწია, არამედ ისეთი მშვიდი იქნება ჩემი ძე "ხმას არ აუწევს ქუჩაში, გადატეხილ ლერწამს ფეხს არ დაადგამს და მბჭუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს არავისო", - ამბობს მამა ღმერთი. (ბიბლია, ესაია 42, 2-3)

და თქვენ, თქვენ რომელი ქრისტე გწამთ?"

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

"ამას დასცხა?" - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი