ავტორი:

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

ზედიზედ სამი შემთხვევა იყო - ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი, რუსეთთან “ნაცმოძრაობის” კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთა რუსეთის ინტერესებისთვის.

"ზედიზედ სამი შემთხვევა იყო - ჯერ მაშველ რგოლად გავრილოვი დაიხმარეს, რომელსაც "ნაციონალებმა“ საკუთარი თავის ,,გასაპიარებლად“ განცხადებები გააკეთებინეს, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი გამოიყვანეს, ასევე პიარის მიზნებისთვის და მესამე, ერთგვარი პატარა კულმინაცია იყო რუსეთის ღია აგენტის გამოყვანა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, “ნაცმოძრაობის” მთავარი რუპორის, “მთავარი არხის” მხრიდან. ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი, რუსეთთან “ნაცმოძრაობის” კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით.

შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც გადაეცა რუსეთს და ასე შემდეგ. ყველაფერი გააკეთეს მათ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, რუსეთისთვის, რუსეთის ინტერესებისთვის. ეს კავშირები, თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ცხადდება მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ, რუსები მოიხმეს მაშველ რგოლად, ეს იყო გავრილოვი, ეს იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეს იყო რუსეთის გაცხადებული აგენტი, უცხოელი პირი, რომელიც, ჩაწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმისათვის, რომ თითქოს გაემყარებინა საკუთარი პოზიციები მაგრამ, ყველა ამ, შემთხვევაში მათ უკან უბრუნდებათ ბუმერანგივით ნებისმიერი, მცდელობა რომელსაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებენ. რუსეთის აგენტებით ისინი შორეს ვერ წავლენ”,- აღნიშნა კობახიძემ.

"ირაკლი კობახიძე არ უნდა იყოს მაგიდასთან, ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ამას გვთავაზობენ ოპონენტები" - ვოლსკი

"გახარიას გამოჩენა იძლევა იმის შანსს, რომ ეს დეფიციტი ცოტათი მაინც შეივსოს“ - NDI-ის კვლევის მიხედვით 40% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია ახლოს არ არის

"არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო" - დავით ზილფიმიანი