ავტორი:

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე მომხდარში ახალციხის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. როგორც მან ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, მედიკოსებმა შეცდომა დაუშვეს.

ის ასევე ჰყვება, რომ მის მეუღლეს გაურკვეველი მედიკამენტი დაალევინეს და კლინიკაში დღეს სწორედ ამის გასარკვევად მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"რომ ჩავედი პატრონი არავინ არ ჰყავდა. ერთადერთი ბიჭი ადგა თავზე, სხვა არავინ. ფაქტობრივად, მკვდარი ჰყავდათ. უცოდინარობა გახდა მიზეზი. შეცდომა დაუშვეს ექიმებმა. 4 საათი წვინათ ტაფჩანზე (სამედიცინო მაგიდა).

წინა დღეს მორიგე იყო ჩემი მეუღლე, ამოვიდა სახლში და თქვა, საღამოს ერთი ტაბლეტი დამალევინესო, მეორე უნდა დაელევინებინათ დილით და უნდა აეცრათ. არ იცი რა წამალი იყო, მალავენ ყველა. დღეს ამის გასარკვევად მივედი. მეუღლე მომიკლეს და კიდე აქეთ ცუდი სიტყვებით მომმართეს" - ამბობს მანუჩარ კობახიძე.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გუშინ გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია კახა კალაძის მდგომარეობა - ექიმი კომენტარს აკეთებს