ავტორი:

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ადგილობრივმა ე.წ. სამართალდამცველებმა, ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციისთვის ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ. დაკავებულებს შორის არის Черноморэнерго-ს (აფხაზური ენერგოკომპანია) რაიონული ფილიალის მთავარი ინსპექტორი.

ასევე დაკავებულები არიან, გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიას გამგებელი, 1987 წელს დაბადებული ბესლან თურქია, Энергосбыт-ის და Черноморэнерго-ის ინსპექტორი, ოჩამჩირეში დაბადებული ირაკლი ლაკრბა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხში დაბადებული, ასტამურ ლაგვილავა და ორი ადგილობრივი - გიორგი შარია და ონისე ხუბულავა.

ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებით, მათ მეტადონთან ერთად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩნდათ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ პოზიციაზე მყოფი ადამიანები ნარკომოხმარებისთვის დააკავეს.

"რეგიონში არახალია, რომ სტაბილური შემოსავლის მქონე პირები ნარკოტიკების მიღებაზე უარს არ ამბობენ... ამიტომ, ისინი კარგად აგვარებენ ურთიერთობას სტაჟიან ნარკორეალიზატორებთან" - წერენ ადგილობრივები.

გალის რაიონში მომხდარ დაკავებასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ვერსია გავრცელდა - არსებობს ვარაუდი, რომ ეს ფაქტი, აფხაზეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის წარმოჩენას ემსახურებოდა, რადგან ბოლო თვეებში, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ე.წ. მილიციას რეგიონში ცნობილი ნარკორეალაზატორები დაუკავებია, თუმცა საკმაოდ დიდი თანხის შემდეგ გაათავისუფლეს, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნარკორეალიზატორები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა დაეხვრიტათ, ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან მათივე თქმით, "რეგიონში ნარკოტიკები, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვთ. დამნაშავის დაკავების შემთხვევაში კი, რუსეთი სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების უფლებას არ მისცემს... შესაბამისად, კანონი მხოლოდ ქაღალდზე დარჩებოდა".

გალში დაკავებული ხუთეულის გარშემო ადგილობრივების კიდევ ერთი ვერსია ასეთია - ნარკოტიკების გამავრცელებლებს შორის დიდი შეჯახება მოხდა, ხუთიდან ერთ-ერთი, რომელიც წლებია ამ ბიზნესშია, ამ გზით მოიშორეს, მან კი, დანარჩენი ოთხიც ჩაითრია...

"ბევრმა იცის, რომ ის, ჩვენი ოჩამჩირელი, რეალიზაციითაც კარგად ითბობდა ხელს. ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული, მაგრამ მისი კვალი ოჩამჩირის რამდენიმე სკოლაშიც აღმოაჩინეს... უფროსკლასელები რომ სააფთიაქო ნარკომანიაში არიან ჩაძირული, ეს ახალი არ არის, მაგრამ ვინ ამარაგებს მათ, ეს უკვე საინტერესოა. ერთ-ერთი მათგანი, კვებავდა და იკვებებოდა სკოლებიდან შემოსული ფულით. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ამ საქმეში გარეული სხვა დამნაშავეების გვარ-სახელებსაც წავიკითხავთ შსს საიტზე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ბაგრატ აფხაზი.

"არ მჯერა, რომ რომელიმე მათგანს შესაბამის სასჯელს მიუსჯიან, ჩაერევიან ბობოლები და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გადაუკვალიფიცირდებათ, ისეთი პირი უჩანს. ვითომ არასდროს უნახავთ, მის ჭიშკართან ატუზული, სკოლიდან მომავალი ან სკოლაში მიმავალი პატარა გოგო-ბიჭები. იმ აფთიაქების უკან, საიდანაც ეს ოჩამჩირელი წილს იღებდა... ვინც დგას ამის უკან, ყველამ ვიცით, ამიტომ არაფერი შეიცვლება, კანონი შერჩევითი იქნება და საკლასო ოთახებში დასახოცად შეყრილ მოზარდებსაც შევეგუებით" - წერს არკადი ავიძბა.

მთავარი ფოტო: abkhazinform.com - აფხაზი მოზარდები სოხუმში, ნარკოტიკების გავრცელების საწინააღდეგო აქციაზე

"წელიწადი და ორი თვეა მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია! მაფერხებს წესები, რაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ დამიწესა!" - სულისშემძვრელი კადრები დოკუმენტური ფილმიდან "მე გადავცურე ენგური"

"ტკივილი არ ნელდება, უფრო გაუსაძლისი ხდება - ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან" - არჩილ ტატუნაშვილის მამა

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ