ავტორი:

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე

ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ბახვა წერს, მარინა ბერიძისგან საყვედური მიიღო და მას ბოდიშსაც უხდის, თუმცა საყვედურის მიუღებელ ფორმას აპროტესტებს:

"გუშინ ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში. ბოლოს ვიდეო გავუშვით, რომელიც მართლაც ჩვენს მიერ, ჩვენი გადაცემისთვის იქნა გადაღებული ბათუმში, თუმცა ამ დუეტის იდეის ავტორი და შემქმნელი ქალბატონი მარინა ბერიძე ყოფილა, რომელიც გამინაწყენდა, რომ არ აღვნიშნეთ ეს ამბავი... მართალია, თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა... მიუხედავად საყვედურის ყოვლად მიუღებელი ფორმისა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის... რა თქმა უნდა, მაინც ბოდიშს ვუხდი მას, რომ ეს არ აღვნიშნე. არ ვიცოდი, თუ არ მახსოვდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს იმდენჯერ გამორჩენიათ ხოლმე ჩემი თუ ჩემი გადაცემის აღნიშვნა, მაგრამ მესმის ზოგი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს...

იქ მსხდომ ჩემს მეგობრებზე, ცხადია, კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მინდა უბრალოდ. ასე თქვეს, "გაღმელები" ხომ არ არიან და ეს როგორ შეეშალათო, აი, ეს რომელი ნაპირიდან იყო ნათქვამი, მართლა ვერ გავიგე...

რაც შეეხება "ინოლას" ვინილს, სრულიად შესანიშნავ სიურპრიზს გიმზადებთ, საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით მართლა წარმოუდგენელი სიამოვნება გელით წინ. ამ ვინილის შექმნის იდეა გიორგი ცაგარელს ეკუთვნის, თქვენ წარმოიდგინეთ და იმ მუსიკალურ პროექტამდეც უსმენდა ინოლას, საიდანაც თითქოს აღმოვაჩინეთ ყველამ ეს არაჩვეულებრივი ავტორ-შემსრულებელი დედას ვფიცავარ, მეც მანამდე ვიცოდი. გენიალურად გააორკესტრა, გენიოსმა ნიკოლოზ რაჭველმა... მოკლედ ყველაფერი წინ არის. "პატარა ბიჭებსაც" გაგვიგია რაღაც და ვიღაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ", - წერს ბახვა ბრეგვაძე.

პოსტს უამრავი კომენტარი აქვს, სადაც ცნობილი თუ უცნობი მეგობრები ტელეწამყვანს მხარდაჭერას უცხადებენ.

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

"სამაგიეროდ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, რომ შენგან ეწყინათ. მე ვერ წარმომიდგენია შენზე როგორ უნდა გავბრაზდე ან როგორ უნდა მაწყენინო"

თეა სიჭინავა, ჟურნალისტი:

"ჯერ ისედაც ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ხალიასიანი, მომღიმარი და დადებითი ემოციებით. თან გვანცას ისე უყვარხარ, რომ შეუძლებელია მეც იგივე გრძნობა არ გადმომედოს. თუ რამე შეგეშალა ან დაგავიწყდა და ამის აღიარება შეგიძლია, ეს შენ კარგ თვისებაზე მეტყველებს მხოლოდ"

ალექსანდრა პაიჭაძე, მოდელი:

"სულ გამარჯვებული იქნები, ამ სულგრძელი ხასიათის გამო"

მანიკა ასათიანი, მოდელი, ტელეწამყვანი:

"შენზე ღირსეულ ადამიანს არ ვიცნობ! სამართლიანი, კეთილი, ადამიანობის უმაღლესი ხარისხით! იმდენი რაღაც მასწავლე და ისეთი ბედნიერებაა შენთან მეგობრობა, გამორჩეული, რომ ხარ განსაკუთრებული ნიჭიც გაქვს - იზიდავ გარშემო გენიოს ადამიანებს ყველას უყვარხარ და ყველას შენთან უნდა. "გაღმელობა" არ ვიცი რითი ფასდება, მაგრამ მიხარია, რომ სხვა ნაპირზე ვართ, სადაც ღირსება უმაღლეს ხარისხშია! ხო, კიდევ "ინოლას" პროექტს მთელი გულით ველოდებით!"

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი