ავტორი:

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!" - დაწერა კალაძემ.

მას შემდეგ რაც თბილისის მერმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ალეკო ელისაშვილი:

"პოლიტიკა პოლიტიკად მაგრამ პირველ რიგში, ადამიანები ვართ - ჰოდა, კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ფიზიკურ მწყობრში მალევე ჩადგომას"

ელენე ხოშტარია:

"მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"

ვახო სანაია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიდევ რამდენიმე - ეს არის ის საკითხები, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს : საქმით ან სიტყვით. თუ ჩვენ ამის ძალას ვერ ვპოულობთ, ბოლოს და ბოლოს, დუმილი ხომ შეგვიძლია. დამთრგუნა კომენტარების ნაწილმა ჩემი წინა სტატუსის ქვეშ და სხვაგანაც. ბრაზმა და სიძულვილმა თუ გვძლია, არ ვიცი, სადამდე მივალთ. განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანის გარშემო არიან მშობლები ან ცოლი/ქმარი ან შვილები ან ნათესავები. ესენი ყველანი ნერვიულობენ, განიცდიან. მორალს არ ვკითხულობ. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ."

ლევან ხაბეიშვილი: ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის! ... მნიშვნელოვანია მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობისთვის,კეთილსინდისიერი შრომა ... უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია საჯარო პოლიტიკაში და სამსახურში მყოფ ადამიანებს ... ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, კეთილდღეობა დგას ჩვენი გადაწყვეტილებების უკან. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კახი კალაძეს

ბაია პატარაია: კაცმა საკუთარი დიაგნოზი დაწერა და უამრავი ადამიანი წერს, არ გვჯერაო. პოლიტიკურად სულ არ მომწონს კალაძე, მაგრამ რაღაცას მაინც ვცეთ პატივი და ნუ დავკარგავთ სახეს, მეგობრებო. ძაან შხამიანი რამეა ეს ფეისბუქი. რეალურ ცხოვრებაში სულაც არ ვართ ასეთი შეუბრალებელი ადამიანები. "ენა უძვლოა" კი არა, ფეისბუქი ყოფილა რაც ყოფილა: უძვლოც, უგულოც და ხშირად უგონოც. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

ირაკლი ტაბლიაშვილი: დედაქალაქის მერს ზუსტად ისევე ვუსურვებ ჯანმრთელობას, როგორც ყველას, ვისთვისაც მ(რ)თელი ჯანი მემეტება... ხოლო ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც არც ჯანი მემეტება და არც სიცოცხლე, სადმე შორიახლოს კი არა, ათასობით კილომეტრით ჩრდილოეთით ცხოვრობს. მოკლედ, კალაძეს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჯერ გაგაცნობთ მის წერილსა თუ სტატუსს და შემდეგ ორმოცდაერთ სიტყვას მოვაყოლებ.

მაშ ასე, ეს დაწერა კალაძემ: მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!

წაიკითხეთ?მეც გავეცანი და მერე დავგუგლე ეს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და... კიდევ ერთხელ მომინდა თქმა - ჯანმრთელობას გისურვებ, დედაქალაქის მერო!ამავე დროს, ეს მიმანიშნებს, რომ ბატონი კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, "ოცნებას", ჩანს, ჩამოსცილდება და არათუ კენჭს აღარ/ვეღარ იყრის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე, არამედ, ვფიქრობ, პოლიტ.საბჭოა თუ რაღაც, იმასაც დატოვებს.ინსინუაციები, რომ კალაძე რეალურად ჯანმრთელადაა და ეს ყველაფერი მოგონილია, ცხადია, იქნება!თუმცა, ხსენებული ვერტებრო- ბაზილარული სინდრომის დიაგნოზი სახუმარო არაა.ჯანმრთელობა ვუსურვოთ პოლიტიკურ ოპონენტს.ირაკლი ღარიბაშვილს კი ვუთხრათ - მარტო რჩებით, პრემიერო... სულ მარტო!

ეკა კვესიტაძე: Kakha Kaladze კახა კალაძე გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას!

რუსუდან ცხომელიძე: ადამიანმა დაწერა, დიაგნოზი და ის, რომ მკურნალობს. კომენტარებში ისეთი ხდება, შემეშინდა ასეთ გარემოში ცხოვრების... კორონავირუსი რას მივა ბოროტების, ღვარძლის და ცინიზმის იმ ვირუსთან, რაც შეგვეყარა... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კახა კალაძეს!

ცხომელიძის კომენტარებში თამუნა ბოდოკია იხსენებს, რომ კალაძე კლინიკაში ოჯახთან ერთად ნახა.

"გუშინ ვნახე ერთ კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მივხვდი, რომ მის გამო იყვნენ იმ კონკრეტულ განყოფილებაში. სხვას ეს არ გაყვებოდა, საქმიდან და სამსახურიდან გამომდინარე. რაღაცნაირად ავერიდე და არც მივესალმე, თან ხალხი ყველა მაგათ უყურებდა და აღარ შევეჩეხე არც მას და არც მის დაცვას. ვიფიქრე, ნეტა ახლა თუ ვინმემ გადაუღო და ატვირთა ფბ-ზე, რა უნამუსობა იქნება-მეთქი.

დღეს თავად დაჭირდა ახსნა და დიაგნოზის დაწერაც. რამ გააბოროტა ან გაასულელა ასე ეს ხალხი, მართლა ვერ ვხვდები. სანამ ცოცხალია ადამიანი, ვხრავთ, ვღლიცინებთ, ვწყევლით. არ ვიცი ამას რა ქვია, ან სად ვართ საერთოდ? უიარაღო მკვლელებად იქცნენ ისეთი ადამიანები, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი მათ თუ ეს შეეძლოთ" - წერს თამუნა ბოდოკია.

"რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

"რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება არის სირცხვილი