ავტორი:

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

31 მარტს საქართველოში ვლადიმერ პოზნერის სტუმრობას საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტი, რომელიც თავის 87-ე იუბილეს აღნიშვნას საქართველოში აპირებდა, გამთენიისას სტუმრებთან ერთად მშობლიურ რუსეთში დაბრუნდა, რადგან ჩაშლილი წვეულების შემდეგ, აქ გაჩერება აღარ მოინდომა. საქართველოში ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი გახლდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟურნალისტისთვის ეს უკვე მეოთხე სტუმრობა იყო.

ვინ არის მირანდა მირიანაშვილი? - გადავწყვიტეთ მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო რუსული წვეულებების ყველაზე სასურველი სტუმარი ქართველი ქალი, რომელიც რუსი მილიარდერის ცოლია. მირანდა მირიანაშვილს მედიაში მომღერლად, რუსული ელიტური ქრონიკების მთავარ გმირად და მილიარდერის ცოლად მოიხსენიებენ. მისი მეუღლე ცნობილი რუსი მილიარდერი ლეონიდ ოგარევია. წყვილი წლებია მოსკოვში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესის გარდა კოლექციონერობით არიან დაკავებულები.

"მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია, ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებული. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა...“ - ამბობს ქალი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მირანდა მირიანაშვილი მეუღლესთან ერთად, თბილისში

რამდენიმე წლის წინ წყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელთაც მომღერალი საქართველოში ზრდის. ამის გამო, დროის დიდ ნაწილს სამშობლოში ატარებს. მირანდა როგორც სხვების წვეულებების სასურველი სტუმარია, ასევე თავადაც ძალიან ხშირად აწყობს საღამოებს, სადაც რამდენიმე ენაზე მღერის. ასევე ხიბლავს წამყვანობა, სწორედ ის იყო 2011 წელს წინანდალში რეზო გიგინეიშვილისა და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილის წამყვანი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ქორწილს წლების წინ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილიც სტუმრობდა.

მირანდამ საქართველოში ცხოვრებისას თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. მოგვიანებით ამბობდა, რომ წლების მანძილზე დიპლომიც კი არ აუღია. საქართველოში ცხოვრებისას რუსთაველის თეატრის ცნობილ მსახიობზე ზაალ ჩიქობავაზე იყო დაქორწინებული.

ქორწინება სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. წლების შემდეგ ამ ქორწინებას ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ასე იხსენებდა:

"ზალიკოსთან ბავშვი ვიყავი, მთელი ბავშვობა ვიცნობდი. ზალიკომ ყველაზე ნაკლები როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ნაკლები გავლენა იქონია ჩემზე, იმიტომ, რომ ერთად ცოტა ხანს ვიყავით – ექვსი თვე. თუმცა, ის პირველი ბიჭი იყო, ვისაც ვაკოცე და ცოლად გავყევი. რაღაც სისულელის გამო დავშორდით. ისეთი ტრაგედია მქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ადამიანების ურთიერთობა რა არის? წაჩხუბებაც ხდება და დიდი კონფლიქტებიც. დეპრესიული საერთოდ არ ვარ, მებრძოლი ვარ. მეორე მეუღლეს რომ დავშორდი, ისე მტკიოდა, ისე, რომ, ძირფესვიანად ამოვიგლიჯე.

მაგრამ, როდესაც წერტილი დასასმელია, უნდა დასვა და იქიდან განაგრძო ცხოვრება. ვიღაცას "ბოიფრენდი" ჰყავს, ვიღაცას – ქმარი. ჩემს ყველა "ბოიფრენდს" უნდოდა ჩემი ცოლად მოყვანა და რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. ურთიერთობებში ბოლომდე ვიხარჯები, როცა მიყვარს, ეს ყველაფერია ჩემთვის. არასდროს მომხდარა ისე, ვიყო ერთ ადამიანთან და გამიტაცოს მეორემ. სანამ არ დასრულდებოდა ყველაფერი და არ ჩაიფერფლებოდა, მანამ არ აღმოცენდებოდა სხვა გრძნობა..." - ამბობდა მირანდა.

მირანდა და მედეა მირიანაშვილები მშობლებთან ერთად

მირანდა მირიანაშვილი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა

მირანდა მირიანაშვილი ქსენია სობჩანკთან და ნატალია ვოდიანოვასთან ერთად

თბილისში ცხოვრების დროს მისი ოჯახი გაჭირვებული არასოდეს ყოფილა, თუმცა 90-იან წლებში ისიც აპარებდა მაღაზიებში თავის გამომცხვარ ნამცხვრებს. შემთხვევით კი ნაცნობი თუ შეხვდებოდა, ეუბნებოდა, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა. მირანდა მირიანაშვილის უახლოესი მეგობარია მარინა ბერიძე. 21 წლის იყო, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. მირანდას ახლო მეგობარი იყო მომღერალი ლელა სიხარულიძეც, რომელმაც ერთ დღეს სთხოვა, რომ ზურიკო ლალიაშვილთან (მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლე) გაყოლოდა რეპეტიციაზე.

"მახსოვს, ნუგზარ კვაშალმა გიტარა მოიმარჯვა და დაიწყო ერთ-ერთი ბოშური მელოდიის დაკვრა. გავაჩერე, ეს სიმღერა ასე არ იკვრება, სხვა ჰარმონია აქვს-მეთქი. თუ იცი, დაუკარიო და გიტარა გამომიწოდა. როდესაც დაკვრა და სიმღერა დავიწყე, ამ დროს მარინამ შემოაღო კარი, თავისი ჩვეული და ცნობილი ტემბრით ზურას დაუძახა, ყურმილი აიღეო. ხელში შევრჩი მე, გიტარით ხელში, გაწეწილთმიანი გოგონა, რომელიც რაღაცას მღეროდა. ასე შევხვდით ერთმანეთს. მარინას ვერავის შევადარებ, მას ისეთი ადგილი აქვს, რომელიც არასდროს შეიცვლება..." - ამბობს მირანდა..

შემდეგი იყო გასტროლები "ორერასთან" და „ივერიასთან“ და 1995 წლიდან ბევრი მოწვევის შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მესამე ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა. წლების მანძილზე ბევრს მოგზაურობდა მილიარდერ ქმართან ერთად და ამბობს, რომ ერთმანეთისთვის ყველაზე სასურველი თანამგაზვრები არიან. მირანდას ჰყავს ერთი და მედეა მირიანაშვილი, რომელიც ასევე მღერის და ხშირად თან დაჰყვება დას როგორც გასტროლებზე, ისე მოგზაურობისას.

დები მირიანაშვილები
მედეა მირიანაშვილი და სოფო შევარდნაძე

მედეამ რამდენიმე წლის წინ "კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ფონდი" დააფუძნა და სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

მირანდა მირიანშვილი რუსულ შოუბიზნესთან და ელიტასთან დაახლოვებული პერსონაა. ის ხშირად იღებს საქართველოში ცნობილ რუს პერსონებს.

მკითხველს შევახსენებთ, ორი წლის წინ "რუსთავი 2-ის“ ეთერში, გიორგი გაბუნიას ცნობილი სკანდალური მონოლოგის შემდეგ, ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა შორის იყო მირანდა მირიანაშვილიც. ის საკუთარ ფეისბუქ-ჩართვისას აღშფოთებას გამოხატავდა გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში წარმოთქმული სიტყვების გამო.

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე