ავტორი:

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ზაზა გახელაძის შვილებს დათა ვანიშვილის (დათა პაპას) სახელობის სტიპენდიას დაენიშნათ. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე" წერს.

"კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს - მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) - ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს - დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?

"მეგონა "ღადაობდნენ" - მეჩვენება თუ ნაპრალები მიწით შეავსეს?" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდობიდან?

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა