ავტორი:

"ეს არის დასასრულის დასაწყისი... ავად არის ერი მანქურთული სენით" - "უცნობი" ედუარდ შევარდნაძის დროს გაუქმებული კანონის დაბრუნებას ითხოვს

"ეს არის დასასრულის დასაწყისი... ავად არის ერი მანქურთული სენით" - "უცნობი" ედუარდ შევარდნაძის დროს გაუქმებული კანონის დაბრუნებას ითხოვს

საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან რეფერენდუმის კანონის დაბრუნება ქვეყანაში და რეფერენდუმის კანონი თუ დაბრუნდა, საზოგადოებას შეეძლება, ვინც უნდა გამოიწვიოს პარლამენტიდან, ანუ პასუხისმეგბლობას იგრძნობს ყველა ხელისუფალი,- ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ("უცნობმა") "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან ხალხის მიერ დაქირავებულები და არა მუდმივად დანიშნულები. როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, ქვეყანაში „მარადმწვანე პოლიტიკოსები“ აღარ უნდა იყვნენ, ეს მარადმწვანე პოლიტიკოსების ამბავი უნდა დამთავრდეს საქართველოში და ყველა უნდა განეწყოს ცვლილებებისთვის.

იგი რამდენიმე დღის წინანდელ ამბებსაც გამოეხმაურა, როდესაც თბილისში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს.

"ვისაც მოეწონათ ის "კულტურული" ქცევა, იმ მანქურთებისა, რაც ამ ორიოდე დღის წინ ვიხილეთ, ვინც ჩაიდინა ეს საქციელი, ისიც მანქურთია და ისიც, ვინც თანაუგრძნობს. ეს როგორ შეიძლება კულტურულ ადამიანს მოგეწონოს? ვგულისხმობ ფორმას, თუ როგორ შეხვდნენ პოზნერს. იმდენად გავმწარდი, რომ ვნახე კვერცხების სროლა, კინაღამ გადავირიე ისეთ დღეში ჩავვარდი.

ავად არის ერი ამ მანქურთული სენით. ეს არის დასასრულის დასაწყისი. ამ პატარა სტუდიიდან ამ პატარა ნავიდან ვეცდები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ჩამოყალიბდეს ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის ბაზაზე პოლიტიკური ძალაც შეიძლება გაჩნდეს.

ხალხს აბსოლუტურად არაფერს არ ეკითხებიან 30 წლის განმავლობაში. აი, რომ შეეკითხა ზვიად გამსახურდია პირველად რეფერენდუმის საკითხს, იმის მერე ხალხისთვის არაფერი აღარ უკითხავთ. ეს მუხლი საერთოდ გააუქმეს, კონსტიტუციიდან ამოიღეს 52-ე მუხლი და ეს მუხლი უნდა დაბრუნდეს, რომ ხალხს რაღაც შევეკითხოთ, იმიტომ, რომ ხალხმა ყველაზე კარგად იცის 30 წლის განმავლობაში ვინ რა არის, როგორია, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა და სწორედ ამ ხალხმა უნდა გადაწყვტოს იმ ადამიანების ყოფნა ხელისუფლებაში, ვისაც ისინი გადაწყვიტავენ.

ეს მარადმწვანე პოლიტიკოსების ამბავი უნდა დამთავრდეს საქართველოში და რაღაცნაირად ყველანი უნდა განვეწყოთ იმისკენ, რომ რაღაცას ვამთავრებთ და ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს ჩვენს ცხოვრებაში. საზოგადოება უნდა დაჯდეს ამ პოლიტიკოსების თავზე დ მან უნდა უკარნახოს, რა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა.

ზუსტად ამ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან რეფერენდუმის კანონის დაბრუნება ქვეყანაში და რეფერენდუმის კანონი თუ დაბრუნდა, საზოგადოებას შეეძლება, ვინც უნდა გამოიწვიოს პარლამენტიდან ანუ პასუხისმგებლობას იგრძნობს ყველა ხელისუფალი საზოგადოების მიმართ და იგრძნობენ, რომ ისინი არიან დაქირავებულები და არა მუდმივად დანიშნულები იქ, როგორც დღეს. ჩვენ რომ გვექნება იმის ბერკეტები, რომ იქიდან ვისაც გვინდა გამოვიწვევთ, ახალ ძალას შევუშვებთ, სწორედ რეფერენდუმშია ამის ძალა და ეს უნდა დავიბრუნოთ.

ეს 52-ე მუხლი 94 წლიდან გაუქმებულია, შევარდნაძის ხელისუფლებამ გააუქმა ეს მუხლი და ჩვენ დავრჩით ისე, რომ აღარავინ არაფერს გვეკითხება..." - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე