ავტორი:

ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"

ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"

ფილიპინებში 28 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სამართალდამცველებმა "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო 300 ბუქნი გააკეთებინეს. ამის შესახებ "გარდიანი“ წერს.

დარენ პენარედონდო მაშინ დააკავეს, როდესაც საღამოს 6:00 საათის შემდეგ, როცა უკვე "კომენდანტის საათი“ იყო, კავიტის პროვინიცაში, ქალაქ ტრიასში ქუჩაში წყალს სვამდა. ამ პროვინციაში ვირუსის გამო კარანტინის განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს. შეზღუდვები მოიცავს ე.წ. კომენდანტის საათს საღამოს 6:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

პენარედონდოს პარტნიორი რეიჩელინ ბალჩე აცხადებს, რომ პენარედონდო კიდევ ერთ ადამიანთან ერთად იყო ქუჩაში "კომენდანტის საათის" დროს. "ისინი მიიყვანეს პუნიციპალიტეტის მერიის წინ და უთხრეს, რომ 100 ბუქნი გაეკეთებინათ. შემდეგ უთხრეს, რომ თუ სინქრონულად არ გააკეთებდნენ ვარჯიშს, მათ უფრო მეტი ვარჯიში მოუწევდათ, საბოლოოდ კი, 300 ბუქნი გააკეთებინეს“ - წერს ბალჩე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე ცნობით, კაცი სახლში მომდევნო დღეს დილის რვა საათზე დაბრუნდა და დახმარების გარეშე მოძრაობა უჭირდა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი იყო. მან ბალჩეს უთხრა, რომ ვარჯიშის დროს რამდენჯერმე წაიქცა. "მთელი დღის განმავლობაში სიარული არ შეეძლო, მოგვიანებით კი, საღამოს 10:00 საათზე, მისი გული გაჩერდა" - წერს ბალჩე.

ქალაქის პოლიციის უფროსი კოლონელ მარლო ნილო სოლერო აცხადებს, რომ შეზღუდვების წესების დარღვევისთვის ისეთი სასჯელი, როგორიც ვარჯიშია, არ არსებობს და ამის ნაცვლად დამრღვევ პირებს პანდემიასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლექციებს უტარებენ. ქალაქის მერმა ანტონიო ფერერმა კი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფილიპენებში გასულ კვირას შეზღუდვების კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. იქ კორონავირუსის 795 000 შემთხვევაა აღწერილი და ვირუსით გარდაცვლილია 13 425 ადამიანი.

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსს რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა,  ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს