ავტორი:

"მინდა ყველა თქვენგანმა 10 ადამიანი მოკლას, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

"მინდა ყველა თქვენგანმა 10 ადამიანი მოკლას, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

რუსეთში, ყაზანის სკოლაში დაჭრილი 13 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ ოპერაცია უტარდებათ. სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ყაზანის ბავშვთა კლინიკაში სროლის შემდეგ დაშავებული 18 მოსწავლე მიიყვანეს.

როგორც გამოცემა თათრეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია 8 ადამიანი, მათგან 7 ბავშვია და 1 მასწავლებელი. ის ინგლისურის გაკვეთილს ატარებდა, როდესაც კლასში თავდასმხმელი ილნაზ გალიაევი შევარდა. გავრცელდა კადრები, სადაც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თანამშრომელები თავდამსხმელს ჰკითხავენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლეა და მან იარაღი კანონის დაცვით შეიძინა. ამ შემთხვევის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა, იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვა. ყაზანის გიმნაზიაზე თავდასხმმელი ილმაზ გალიანევი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო ფსევდონიმით "ღმერთი". ის თავის ბოლოს პოსტში ილნაზ გალიაევი წერდა:

"მე, როგორც ღმერთი, მოვითხოვ, აღიაროთ, რომ ჩემი მონები ხართ და აბსულუტურად ყველა იმას გააკეთებთ, რასაც გეტყვით. მე მინდა ყოველდღიურად ყველა თქვენგანმა 10 ადამიანი მოკლას და თავადაც თავი მოიკლას. სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს. ეს არის დიდი შეცდომა. მე ამ სამყაროს იმიტომ მოვევლინე, რომ ყველას გაგისწორდეთ..." - წერდა გალიაევი სოციალური ქსელის თავის გვერდზე. კიდევ ერთი პოსტის შინაარსი ასეთია - "მე დღეს დიდი რაოდენობით ბიონაგავს დავხოცავ და მერე თავს მოვიკლავ...".

მან ყაზანის 175-ე გიმნაზია 4 წლის წინ დაამთავრა და ადგილობრივ კოლეჯში "ТИСБИ-ში" სწავლობდა. კოლეჯის მასწავლელები მას ჩვეულებრივ, არაკონფლიქტურ სტუდენდტად ახასაითებენ.

მისი რუსული მასწავლებელი რომანი tvrain.ru-სთან საუბარში ჰყვება, რომ გაკვთილზე იყო, როდესაც სროლის გაიგო.

- მესამე სართულზე ვიყავი, სროლა რომ ატყდა. გამოვვარდი და დავინახე, რომ დერეფანში შეშინებული ბავშვები დარბოდნენ... ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შემდეგ, დავინახე, რომ მასწავლებლები ვიღაცის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს თავგანწირვის ტოლფასი იყო... ინგლისურის გაკვეთილზე შევარდნილა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე, ბავშვები კლასში შემოვიყვანე, კარები ჩავკეტეთ, ბარიკადები მივადგით და დავიწყეთ ლოდინი, როდის გაგვათავისუფლებდნენ.

ვცდილობდი, ბავშვები დამეწყნარებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რადგან დერეფანში ისმოდა სროლის და გალიაევის არაადამიანური ღრიალის ხმა. არ ვიცი რა ვთქვა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე რამდენიმე წუთი. შემდეგ მოვიდნენ ძალოვანები და გარეთ გაგვიყვანეს.

არ ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა, ვინ იყოს ცოცხალი და ვინ არა, მასავლებლები, მოსწავლეები, საშინელლება ტრიალებდა. არადა, აგრესია კი არა, ზედმეტად მშვიდი ბავშვიც კი იყო. მისი მასწავლებლები ამბობენ, რომ არაფერი ზედმეტი არ შეგვიმჩნევიაო. არაფერი მსმენია ბულინგზე, რომელზეც ახლა მედია ლაპარაკობს.

პირველად მესმის, რადგან სკოლაში ყველაფერი კონტროლდება. ჩვენს სკოლაში ტურნიკეტიც არის და შემოწმებაც, ტემპერატურას უზომავენ, არ ვიცი, როგორ შემოიპარა იარაღით. აქ უცხოს არასდროს უშვებენ.მას იარაღი ჰქონია ნაყიდი, არის კიდეც კადრები, როგორ დგას იარაღის მაღაზიის რიგში, ოღონდ არა ყაზანში - სხვაგან.

თუ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და როგორც ჩანს, ნამდვილად ჰქონდა, როგორ მისცეს იარაღი... კარგი იქნება ისრაელის კანონს ჩვენთანაც თუ შემოიღებენ, იქ სკოლას დაცვა ჰყავს და ყველაფერს ამოწმებენ. ფაქტია, რომ ჩვენს მოზარდებს, სრულიად მოულოდნელად შესაძლოა, ისეთი აგრესიული ფონი აღმოაჩნდეთ, რომ ყველა და ყველაფერი გაწირონ"- ამბობს ის.

გიმნაზიის მოსწავლეების მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები წერენ, რომ სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების წესები დაცული რომ ყოფილიყო, მეტალოდეტექტორი იარაღის აღმოაჩენდა.

ავიაიერიში ღაზაში - ჩამოინგრა შენობა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა

ისრაელი კვლავ იბომბება  - სდეროთში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას ორი სახლი დაინგრა, დაჭრილია ერთი პირი

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?