ავტორი:

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

სოფელ ნატანებელი 28 წლის თეონა ღლონტი კორონავირისის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმედ იმყოფებოდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

სოფელ ნატანებში ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე ნატო ნიკოლაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ თეონა ღლონტს ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა სავარაუდოდ აღნიშნული ფაქტი დამალა.

"ეს ინფორმაცია ოჯახის ექიმისგან მაქვს. მდგომარეობა დამძიმდა, ფილტვები ჰქონდა მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც მისი გადაყვანა ბათუმში გახდა საჭირო. ბათუმის კლინიკაში ბოლო ორი კვირა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას დედა და და დარჩა, მამა არ ჰყავს ცოცხალი", - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მთავარ ფოტოზე: თეონა ღლონტი

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების ცნობილი ფოტოები და მოგონებები

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე