ავტორი:

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?

ბლოგერი კარინა გრიგორიანი, რომლის შვილი ქეით ახვლედიანი თვეებია ლეიკემიას ებრძვის, ნანუკა ჟორჟოალიანს მიმართავს. გრიგორიანი წერს, რომ ტელეწამყვანმა დახმარებაზე უარი უთხრა. როგორც ცნობილია, ჟორჟოლიანი ხშირად აკეთებს ტელემარათონებს, სადაც სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

"იმ დღიდან როდესაც უარი მითხარი დახმარებაზე ჩავთავლე რომ შენი ვალი მქონდა რომელსაც უკან გიბრუნებ. უბრალოდ დღემდე ვერ ვხვდები ჩემმა შვილმა რა დაგიშავა. მიზეზი ალბათ ის იყო მე რომ შენი პოლიტიკაში წასვლა "გამიტყდა" და ეს ხმამაღლა დავაფიქსირე. დღესაც ვფიქრობ რომ პოლიტიკაზე მაღლა დგახარ და იდექი. როდესაც ძალიან მიჭირდა მითხარი "ისინი დაგეხმარონ"-ო ალბათ კეთილი ადამიანები იგულისხმე, რომლებიც დამეხმარნენ...

უბრალოდ ერთს გთხოვ აღარასოდეს აღარ დაყო ბავშვები "პრიორიტეტებად" ყველას თანაბრად სწყურია სიცოცხლე. მართლა მაგარ საქმეს აკეთებ გააგრძელე. საშინლად აღელვებული ვარ. დღეს მძიმე დღე მაქვს. სადაც აქამდე არ გამწირა ღმერთმა იმედია აწიც არ გამწირავს..." - წერს გრიგორიანი.

მის პოსტს უპასუხა ტელეწამყვანმა გრიგორიანთან მიმოწერა გამოაქვეყნა:

"ეს არის უარი?უბრალოდ გითხარი რომ ცოცხალი რიგი იყო და სამ თვეში შენს გვერდით ვიქნებოდი! რა პოლიტიკა? რა წასვლა! როგორ შეიძლება პოლიტიკა ახსენო ასეთ თემებში! ყველას ვეუბნებით რომ რიგია და ესმით, ერთადერთი იყავი რომელმაც ეს ვერ გაიგე და თუ პოლიტიკაზე მიდგება საქმე, იცოდე ქართული ოცნების წარმომადგენლის შვილს დავეხმარეთ ერთხელ იმიტომ რომ ჩვენთვის პოლიტიკა არ არსებობს იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეა გადასარჩენი! და ყოველ მარათონზე სოლიდარობის ფონდს საჯარო მადლობებს ვუხდით იმიტომ რომ პოლიტიკა არ არსებობს ზუსტად!" - დაწერა კარინა გრიგორიანის პოსტის კომენტირებისას ნანუკა ჟორჟოლიანმა.

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - რას წერს ლიკა ევგენიძე

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ