ავტორი:

სკამები მხოლოდ კაცებისთვის - ერდოღანთან ოფიციალური შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტს სკამი არ დახვდა

სკამები მხოლოდ კაცებისთვის - ერდოღანთან ოფიციალური შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტს სკამი არ დახვდა

ანკარაში, 7 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. მოლაპარაკებების თემებზე მეტად კი ყურადღება იმ გარემოებამ მიიპყრო, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსი ქალისთვის ოფიციალურ შეხვედრაზე სკამი არ ჰქონდათ.

დიპლომატიურ შეხვედრაზე ოტომანების პერიოდისთვის დამახასიათებელი დიზიანით შექმნილი სკამი შეხვედრის მხოლოდ ორი მონაწილისთვის იყო გათვალისწინებული. ერთ სკამთან თურქეთის დროშა იყო განთავსებული, ხოლო მეორე სკამთან ევროკავშირის. თავიანთ ადგილებზე დასხდნენ შარლ მიშელი და ერდოღანი, ხოლო შეხვედრის მონაწილე ქალი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ფეხზე დარჩა.

ვიდეოზე ჩანს გაკვირვებული შარლ მიშელი. თავად ურსულა შეეცადა, რომ კიდევ უფრო მეტი უხერხულობისთვის თავი აერიდებინა და იქვე განთავსებულ დივანზე ჩამოჯდა.

თურქეთმა შექმნილ უხერხულობაში ევროკავშირი დაადანაშაულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ იმოქმედა სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად. "ადგილები გადანაწილდა მათი მოთხოვნების გათვალისწინებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უხერხული სიტუაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ამ დრომდე განხილვის თემაა. საზოგადოება თურქულ მხარეს აკრიტიკებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველივეში უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ.

წარმოდგენა არ მაქვს, ასეთი ქმედება როგორ შეიძლება, ვერ ვუძებნი გამართლებას

ღრმერთო, რა უხერხულია, ამის ნახვაც კი უხერხულობას მიქმნის

თქვენ ეს ახლა დაინახეთ, მაგრამ ქალების დიდი ნაწილი საშინელ დამცირებას განიცდის ყოველდღიურ ცხოვრებაში

უმეტეს შემთხვევაში, კაცები ქალს სკამს სთავაზობენ, მაგრამ გაუგებარია ეს კაცები ასე როგორ იქცევიან, გაკვირვებული ვარ", - წერენ "ტვიტერის" მომხმარებლები.

ნახეთ ვიდეო:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/PqyK8Qi5sPQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პირველი ფოტოები ჟენევიდან

Airbnb-მ 7 მილიონი გადაუხადა ტურისტს, რომელიც ნიუ იორკში კომპანიის მიერ გაქირავებულ ბინაში გააუპატიურეს

ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ერდოღანს მთიან ყარაბაღში უმასპინძლეს - პომპეზური ღონისძიება შუშაში და აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი სტილი (ფოტოები)