ავტორი:

"ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას... მადლობა მათ" - ანდრია ჯაღმაიძე

"ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას... მადლობა მათ" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც პატრიარქისადმი მისივე თქმით, სიყვარულს გამოხატავენ და ილია მეორის მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფა არ იღებენ. აღნიშნულის შესახებ ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს.

"რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.

მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი.

უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა.როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა.

დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა" - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი