ავტორი:

ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"

ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ "კოვაქსის“ პროგრამას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

"მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსი კვლავ შოკისმომგვრელია. მსოფლიოში ვაქცინის 700-მილიონზე მეტი დოზა გაიცა, მაგრამ მათი 87% წავიდა მაღალი შემოსავლის ან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მხოლოდ 0.2% მიიღეს. საშუალოდ, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, თითქმის ყოველმა მეოთხე ადამიანმა მიიღო ვაქცინა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, კი 500-დან ერთმა“, -განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ჯანმო-მ მანამდე ყველას მოუწოდა, რომ მიმდინარე წლის მე-100 დღისთვის უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ვაქცინაცია დაწყებული, თუმცა 100 დღე გავიდა და ვაქცინაცია 220-დან 194 ქვეყანაში დაიწყო, 26-ში კი - არა. მსოფლიოში ადმინისტრირებული ვაქცინებიდან ამ დრომდე აფრიკამ 2%-ზე ნაკლები მიიღო. ჯანმოს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებები უთანასწორობის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

ახალი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში? - ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა - "საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევისთვის მოკლეს"

მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ განათავსებს

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ