ავტორი:

მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ განათავსებს

მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ განათავსებს

"შეერთებულმა შტატებმა ორი სამხედრო გემის შავ ზღვაში განთავსების გადაწყვეტილება გააუქმა", - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქმა დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს.

მათი ცნობით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯის შესახებ შეატყობინა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებიათ.

აშშ-ის ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი ხშირად უგზავნიან თურქეთს შეტყობინებას შავ ზღვაში პოტენციური შესვლის შესახებ, მაგრამ თხოვნა სულაც არ ნიშნავს, რომ აშშ-ის გემები თურქეთის სრუტეებს აუცილებლად გაივლიან, არამედ უზრუნველყოფს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ საჭირო თანხმობა ჰქონდეთ.

ვაშინგტონი და ნატო შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო. გასულ კვირას, თურქეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნას გეგმავდა.

"ფაიზერის" ხელმძღვანელი - "საჭირო იქნება მესამე დოზა, ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია"

ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

"ამოუცნობი საჰაერო ფენომენი" - პენტაგონი ადასტურებს, რომ ცაში გამოჩენილი უცნობი ობიექტები რეალურია (ფოტო/ვიდეო)