ავტორი:

"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს

"ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი" - რას პასუხობს "ოცნებიდან" წასული დეპუტატი მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, ამ მათემატიკაში შესვლას მათ არ ვურჩევდი - მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამივე მაჟორიტარს, რომელმაც გუნდი დატოვა, არჩევნებში პარტიაზე მაღალი შედეგი ჰქონდა.

"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს, ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6 პროცენტით მეტი ხმა აქვს აღებული. ასევე, არავინ უარყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI- ის კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს. არავინ უარყოფს ამ რეიტინგებს. ამდენად, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება მათთვის. მანდატების დათმობას არ ვაპირებთ," - განაცხადა მოწერელიამ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებს, მოწერილია აღნიშნავს, რომ მელია და რურუა არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია. მოწერელია ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, სახეზე გვაქვს რადიკალიზებული გარემო.

„პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველი რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალიზებული გარემო და დაპირისპირება. დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, არის „ნაციონლური მოძრაობა“ და სხვაც“, - განაცხადა მოწერელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება გუშინ პარლამენტში გააკეთეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?