ავტორი:

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?
  • ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ტელეპათია - (ბერძნულად ტელე-შორს, მანძილს ხოლო პატჰოს-გრძნობას ნიშნავს). ესაა მოვლენა, რომელიც გამოიხატება ერთი პირის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მეორე პირისთვის შორ მანძილზე გადაცემაში ან საგნების დისტანციურ ხედვაში.მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავალი ლეგენდა არსებობს ჩე-კა - ენ-კა-ვე-დე - კა-გე-ბეს მიერ ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის სფეროში ექსპერიმენტების ჩატარებისა და "კონკრეტული შედეგების" მიღწევის შესახებ (თუნდაც გურჯიევისა და მესინგის შესახებ გავრცელებული ლეგენდები გავიხსენოთ), თუმცა ამ მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტების (მით უმეტეს - მიღწეული შედეგების) შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურების საარქივო მასალებმა დღის სინათლე 100 წლის(!) შემდეგაც ვერ იხილეს.უფრო დემოკრატიულად მოიქცა აშშ-ის ხელისუფლება, რომელმაც აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ექსპერიმენტების მასალები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს ტელეპათიისა და პარაფსიქოლოგიის კონკრეტული სადაზვერვო მიზნებით გამოყენების შესახებ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევების თაობაზე მოგითხრობთ.

1972 წლის დასაწყისში კვანტური ბიოლოგიის სპეციალისტი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაროლდ პუტჰოფი მცენარეებსა და მარტივ ორგანიზმებში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა. ამის ამსახველი პუბლიკაციები შემთხვევით წაიკითხა ნიუ-იორკელმა მხატვარმა ინგო სუანმა და პუტჰოფს საკუთარი ტელეპათიური შესაძლებლობების შესახებ აცნობა, თან ამ მიმართულებით ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება შესთავაზა. მეცნიერმა სტენფორდში მიიწვია მხატვარი და ლაბორატორიის სარდაფში წინასწარ დამალული სხვადასხვა ხელსაწყოს მოძებნა სთხოვა. უნდა გენახათ მეცნიერთა გაოცებული სახეები, როცა სუანმა ჯერ დახატა ეს ხელსაწყოები, ხოლო შემდეგ იოლად მიაგნო კიდეც.

ინფორმაცია ტელეპათიის წარმატებული ცდების შესახებ პუტჰოფმა სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში გამოაქვეყნა. სამი კვირის შემდეგ კი მას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ორი თანამშრომელი ეწვია. ამ პერიოდისთვის ამერიკის დაზვერვას გააჩნდა დადასტურებული აგენტურული ცნობები საბჭოთა კავშირში პარაფსიქოლოგიის სფეროში სწრაფი ტემპებით მიმდინარე საიდუმლო კვლევების შესახებ. პუტჰოფს წინადადება მისცეს, ცსს-ს დაფინანსებით გაეგრძელებინა კვლევები. მას მხოლოდ ორი პირობა უნდა შეესრულებინა: პირველ რიგში, ცდები ცსს-ს ექსპერტების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა (მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა დაფინანსება) და მეორეც - კვლევები სრულიად საიდუმლო უნდა ყოფილიყო. რამდენიმე საკონტროლო ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარების შემდეგ ცსს-მ პუტჰოფს რვათვიანი კონტრაქტი გაუფორმა და იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 50 ათასი დოლარი ჩაურიცხა. გააგრძელეთ კითხვა

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს