ავტორი:

ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

საყვარელი ოთხფეხა მეგობრების თანხლებით ფოტოების გადაღება პოლიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ. ზოგისთვის ეს პიარის ნაწილია - ცხოველებთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში უფრო პოპულარული ხდება, ბევრი მოწონებით, გაზიარებითა და კომენტარით სარგებლობს.

ცხადია, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა პოლიტიკოსები მსგავს სურათებს ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე აქვეყნებენ.

გადავხედოთ სხვადასხვა დროს გადაღებულ პოლიტიკოსებისა და ცხოველების ერთობლივ ფოტოებს.

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ძაღლების მიმართ. ყველას გვახსოვს, როგორ მიიყვანა კალაძემ ლეკვი ტიფანი მერიაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ოფიციალურ შეხვედრებსაც კი მერთან ერთად ესწრებოდა. სოციალურ ქსელში კალაძის და ოთხფეხა მეგობრების თბილი ურთიერთობის ამსახველი არაერთი ფოტო მოიპოვება. გარდა ამისა, დედაქალაქის მერს სახლში 5 ძაღლი ჰყავს.

გიორგი გახარია

ექსპერმიერ გიორგი გახარიას ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ის ფოტოები, რომლებიც არასამუშაო გარემოშია გადაღებული. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ ეფერება გახარია თავის ოთხფეხა მეგობარს.

გარდა ამისა, პოპულარული იყო კადრები ლისის ტბიდან, სადაც პრემიერის ყურადღება ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლმა მიიპყრო. გახარია შეჩერდა და ძაღლს მიეფერა. გახარია და ძაღლი იმ დღეს სოციალური ქსელის მთავარი გმირები იყვნენ.

პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა.

ირაკლი ღარიბაშვილი

2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქმა ილია მეორემ თეთრი ცხენი აჩუქა. სწორედ ამ ცხენთან ერთად ხედავთ ფოტოზე ღარიბაშვილს.

სალომე ზურაბიშვილი

ძაღლები ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ხშირად აღუბეჭდავთ, თუ როგორ ასეირნებს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს. მის ძაღლს გომბორა ჰქვია, რადგანაც პრეზიდენტმა ის გომბორის გზაზე იპოვა და შინ წაიყვანა.

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოირჩევა ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით. ცნობილი ფაქტია, რომ მარგველაშვილს ხშირად ქუჩიდან მიჰყავს ძაღლები დუშეთში. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შემსწრე AMBEBI.GE-ს ჟურნალისტიც გახდა. მარგველაშვილმა ქუჩიდან ძაღლი ჯერ ვეტერინართან წაიყვანა, სტერილიზაცია გაუკეთა, შემდეგ კი, კვლავ ქუჩაში გასაშვებად შეეცოდა და სახლში წაიყვანა.

გარდა ამისა, მარგველაშვილს სახლში შველიც ჰყავდა. 2015 წელს, მაშინდელმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ ზრუნავდა მარგველაშვილი შვლის ნუკრზე. ნუკრი ტყეში იპოვეს და გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პატარა შვილს, თემოს მიუყვანეს, რის შემდეგაც ოჯახი მასზე ზრუნავდა.

ამასთანავე, ექსპრეზიდენტი ცხენზე ამხედრებულიც გვინახავს. 2014 წელს თურქმენეთში ვიზიტის დროს მის პატივსაცემად გამართულ ცხენების წარმოდგენას დაესწრო და მხედრის ამპლუაში თავადაც მოსინჯა შესაძლებლობები.

ირაკლი ალასანია

2014 წელს სოციალურ ქსელში პოპულარული იყო ფოტო, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ სეირნობდნენ ცხენებით თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე.

მიხეილ სააკაშვილი

ეს კი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მთის კურორტზე ძაღლთან ერთად.

მამუკა ხაზარაძე

ამ ფოტოზე ცხენზე ამხედრებულ "ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ხედავთ. ხაზარაძეს ცხენები განსაკუთრებით უყვარს. "ცხენი ბაბუაჩემმა, კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ შემაყვარა. ათი წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს დინჯი ცხენები, მხედარს რომ გრძნობენ“, - ამბობდა ხაზარაძე წლების წინ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გიგი უგულავა

ეს კი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ახალი ფოტოა.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ