ავტორი:

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე

დღეს დილით მარჯანიშვილის თეატრში მისულმა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსახიობების - ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მინისტრმა მოუწოდა ნინუცა მაყაშვილს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იყოს მაგალითი სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურს, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მან რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს, რადგან თავად მინისტრს არ გააჩნია ბერკეტი ამის გასაკეთებლად. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრეცლებს.

"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება რობერტ სტურუას, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა "ფარული კონვერტის" ეთერში ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

"მას ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია“ - ბრიტანელი მწერალი ჰარისა და მეგანს დაშორებას უწინასწარმეტყველებს

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?