ავტორი:

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დეტალურად პასუხობს. ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სიტყვიერ კამათსაც არ ჰქონია ადგილი.

"ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა", - აღნიშნა ბესო ზანგურმა.

მსახიობმა ის ღამეც გაიხსენა, რომლის შესახებაც ნინუცა მაყაშვილმა ტელეგადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი ტყუილი გახდა.

"დღემდე არ ვიცი რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა... მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან. არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

იმ ღამეს არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი...

დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ...

გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.

ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ... არ არის ეჭვიანი, ძალიან კარგი გოგოა და უკარგესი ადამიანი, ჰუმანური, კეთილი, ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი და ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობია! ის ჩემი საყვარელი შვილის, ნოდარიკოს დედაა", - განაცხადა ბესო ზანგურმა და იქვე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც ნინუცა სახლიდან წავიდა, მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

მსახიობმა იმ კოლეგების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც მას ძალადობაში ადანაშაულებენ.

"რომელი კოლეგები? ეგ არ არის კოლეგიალობა, მე მაგათთვის არც კოლეგა ვარ და არც მეგობარი, არავინ არიან ისინი ჩემთვის.

მიზანი ერთია... ორადორი ადამიანი - ჯუხარაშვილი და თუთა არ არის რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუაა და სტურუას პასუხი მოისმინეთ. მიზანი მე არ ვარ, არც მათი, არც ფარულავას გადაცემის, მიზანია რუსთაველის თეატრის დარტყმა, ბულინგი. კოლეგა როგორ შეიძლება ვუწოდო ადამიანს, რიმელიც სპექტაკლზე არ გამოცხადდება და "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზეა... ჩემ გამო ნამდვილად არ მოუხსნიათ სპექტაკლი", - განაცხადა ზანგურმა.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა