ავტორი:

ჩეხეთიდან გაძევებული 18 რუსი დიპლომატი და ორი ძებნილი რუსი მამაკაცი - რა დეტალები ხდება ცნობილი ქვეყანაში იარაღის საწყობში აფეთქებასთან დაკავშირებით

ჩეხეთიდან გაძევებული 18 რუსი დიპლომატი და ორი ძებნილი რუსი მამაკაცი - რა დეტალები ხდება ცნობილი ქვეყანაში იარაღის საწყობში აფეთქებასთან დაკავშირებით

ორი რუსი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდო ეჭვმიტანილნი არიან 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში, სერგეი და იულია სკრიპალების "ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტი გამოყენებით მოწამვლაში, კავშირში არიან ჩეხეთში 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან - წერს BBC.

ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ ორ მამაკაცს ეძებს, რომლებსაც სხვადასხვა პასპორტები, მათ შორის რუსული პასპორტები, აქვთ ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვის სახელზე.

ეს სახელები ემთხვევა იმ ორი ეჭვმიტანილის სახელებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას მოწამვლის მცდელობაში ფიგურირებდნენ.

მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს აძევებს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

"ჩემპიონთა ლიგა" მესისა და რონალდუს გარეშე, "სეისმოლოგიური ძვრები" ფეხბურთში და მილიონები - რა არის "სუპერ ლიგა", რომელსაც საფეხბურთო სამყაროში სკანდალური განხეთქილება მოჰყვა

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

რომის პაპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმურება