ავტორი:

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

უკრაინაში, დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ქართველი ლეგიონერის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ "აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა რეგიონში ვითარება ძალიან დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად იქ ქართველი ლეგიონერებიც იბრძვიან.

სამწუხაროდ, 18 აპრილს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა. დათო შეტაკებების დროს ადგილზე გარდაიცვალა, გუშინ მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს.

"სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ-ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს", - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.

დათო შარტავა 2017 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. "იგი ორი შვილის მამაა, მისი მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ. ეს შოკისმომგვრელი ამბავი ოჯახმა წუხელ შეიტყო, ჯერ გონზეც არ მოსულან", - უთხრა ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.

ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ დათო შარტავას ახლობლებსა და მეგობრებს.

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?