პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას მხოლოდ ის ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
შარლ მიშელს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა საერაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელს საქართველოში კიდევ ერთხელ ვზიტისთვის.
„სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ შეთანხმების დოკუმენტი გავაფორმეთ, რომელიც ფართო კონსესუსს ეფუძნება და რომელიც უზრუნველყოფს უკვე მომავლი კვრიდან საქრათველოს პარლამენტის ფუნქციონირებას ისეთი სახით, როგორ ის საზოგადოებამ აირჩია. რა საკვირველია რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ბოლოს, ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად.
სინამდვილეში ფაქტი არის ერთი, რომ რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს და მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ პარლამენტს, ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა ემუშავათ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ისინი მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.
ჩვენ პირობას ვაძლევბთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად. მაქსიმალურ ყურადღებვას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს აქვთ პანდემიისგან გამომდინარე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებია, ეკონომიკირი ამოცანებია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და პროგრესი ევროინტეგრაციის იმართულებით’, - აცხადებს თალაკვაძე.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არაფერი ახალი არ თქმულა.
"ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ, დრო და დრო მოგვაქციონ ყურადღება, რომ საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. რაც შეთანხმებაში წერია, ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახალი არაფერი ყოფილა. რაც წერია შეთანხმებაში, ის რომ შესასრულებელია, ამაზე იყო საუბარი", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
მან თხოვნით მიმართა თითოეულ პოლიტიკოსსა და საჯარო პირს, რომ ეს დღე გამოიყენონ და ისევ ლანძღვა-გინებაზე არ გადავიდნენ. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი.
„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპელმენტაციაზე გვქოდნეს საქმე და ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვაშაძის თქმით, რადგან ის უარს აცხადებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება.
„ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს. მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება და აღნიშნულის სამი მიზეზი ჩამოთვალა.
„მიზეზი პირველი - საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური გზა არის უალტერნატივო. ამ პოლიტიკური ჩიხის და კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ვერ დავუშვებ და ვერ მივიღებ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და მე ამ დროს არაფერს ვაკეთებდე. ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროკავშირი და ნატო.
მეორე მიზეზი გახლავთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ორი ადამიანი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლო პოლიტიკური დევნის ამ ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს - გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ და ამას უზრუნველყოფს ეს შეთანხმება.
მესამე მიზიზი - უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ მთლიანად პროპორციულზე და აღარ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება მაჟორიტარების ხარჯზე გაძვრეს ისე, როგორც ძვრებოდა ყველა წინა არჩევნებში. ეს დოკუმენტი ასევე აჩენს ტესტს, შეძლებს თუ არა „ოცნება“ 43 %-ის აღებას. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ დავამარცხოთ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.