ავტორი:

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

covid-19 -ით ინფიცირებული გიორგი აბდალაძე ერთ თვეზე მეტია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ცნობილი ფოტოგრაფი ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ვირუსის იმდენად მძიმე ფორმას ებრძოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში, აპარატზე იყო შეერთებული.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი Ambebi.ge-ს რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებულ პერიოდზე უყვება და ამბობს, რომ ხელახალ დაბადებას ლევან რატიანს უმადლის.

"ორი დაბადების დღე მაქვს, აგვისტოში და აპრილში. 1 თვის განმავლობაში, რაც რეანიმაციაში ვიწექი, იყო პერიოდი, როცა ყველას დავემშვიდობე და ყველაფერს. უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა. არავის ვუსურვებ რეანიმაციაში მოხვედრას, იქ საერთოდ სხვა სამყაროა - სრული ჯოჯოხეთური მდგომარეობა. აღწერაც მიჭირს...

ყველაფერი მაქვს ნანახი: ომი, ციხე და ა.შ. მაგრამ ასეთი რამ ვერც წარმომედგინა. დაუჯერებელია რასაც ექიმები და ექთნები აკეთებენ. რა ენერგიით, რა შემართებით უძლებენ ამ ყველაფერს?! ზოგი 10 დღე არ მიდის სახლში. ამას სამსახური არ ჰქვია, ამას გმირობა ჰქვია და მათ ექიმები კი არა, სიცოცხლის გადამრჩენები უმდა ერქვათ.

რომ მოვმჯობინდები, მინდა გადავიღო რეპორტაჟი და ვაჩვენო ხალხს, რა ხდება რეანიმაციაში. როგორ ებრძვიან ექიმები სიკვდილს შიშველი ხელებით. ბატონი ლევანი არის საოცარი ექიმი და პიროვნება. ყოველ დღე ყველა პაციენტთან მიდის და უშუალოდ სინჯავს. კვირების განმავლობაში ფილტვებს საკუთარი ხელით მიმუშავებდა, რომ გადავერჩინე" - ამბობს გოორგი აბდალაძე.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ გადაღებაზე დაინფიცირდა. დააავადება მაღალი სიცხეებით დაეწყო და რეანიმაციაში მალევე მოხვდა.

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი. გადაღებაზე ვიყავი და სწორედ იმ მომემტში მოვიხსენი ნიღაბი, როცა ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა, რომ მძიმედ ჰყავდა ოჯახის კოვიდიანი წევრი. ახლა ვსწავლობ სიარულს, სუნთქვას, საუბარს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ,ვინც მკითხულობდა, მამხნევებდა და დანებების საშუალებას არ მაძლევდა.

პრეზიდენტი ყოველ დღე მწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მეუბნებიან, არ ვიცოდით თუ ასე მძიმედ იყავიო. მე თავად ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ გავრცელებულიყო ინფორმაცია ჩემი ასეთი მდგომარეობის შესახებ. 44 წლის, მთასავით ძმა მყავს გარდაცვლილი და ეს რომ დედას გაეგო, ალბათ ვერ გადაიტანდა. ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, მე შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი,“ - ამბობს გიორგი აბდალაძე.

"ფაიზერით" ნამდვილად არ ავიცრები" - კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

"ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი" - ვარლამ გოლეთიანი სალხინოში ჩასვლის მიზეზებს განმარტავს

"ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას მოაშოროს" - მამა ანანია კალანდია