ავტორი:

"ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი" - ვარლამ გოლეთიანი სალხინოში ჩასვლის მიზეზებს განმარტავს

"ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი" - ვარლამ გოლეთიანი სალხინოში ჩასვლის მიზეზებს განმარტავს

სალხინოში, სადაც დილიდან მეუფე სტეფანეს მომხრეეებსა და მეუფესთან დაპირისპირებულ ადამიანებს შორის დაპირისპირება იყო, იმყოფებოდა "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანიც, რომელმაც იქ ყოფნის მიზეზები განმარტა.

"ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი.

ეს არის ჩვენი მიზანი დღევანდელი აქ მოსვლის. ასე მხარეებად არ ვყოფთ ჩვენ, უბრალოდ ვხედავთ, რომ ასეთი სიტუაციაა, რომ ღელავს მთელი საზოგადოება, ვინც ადევნებს ამ პროცესს თვალს. ჩვენ მხარეებად არ ვყოფთ ზოგადად და გვინდა, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს პროცესი", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?