რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, კი ბატონო, ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“, - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ მათი შეხვედრა დონბასში გაიმართოს.
პუტინმა აქვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განადგურებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა.
"თუ პრეზიდენტ ზელენსკის სურს დაიწყოს ამ ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით", - აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა განმარტა, რომ თუკი ზელენსკის სურს დონბასის პრობლემის განხილვა, პირველ რიგში ლუგანსკის და დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს უნდა შევხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს ეს პრობლემები „მესამე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არის რუსეთი“. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.
შეგახზენებთ 20 აპრილს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პუტინს მიმართა და ნებისმიერ ადგილას დონბასში შეხვედრისთვის, სადაც ომია, მზადყოფნა გამოხატა.