ავტორი:

"პასუხს 12:00 საათამდე დაველოდებით" - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების თქმით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა

"პასუხს 12:00 საათამდე დაველოდებით" - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების თქმით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების განცხადებით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა, ამოიწურა. როგორც მათ განაცხადეს, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ ხელისუფლების საბოლოო პასუხს 24 აპრილის 12:00 საათამდე დაელოდებიან, ამის შემდეგ საკუთარ გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.

ერთ-ერთი აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ ჰქონდათ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან კომუნიკაცია და ლერი ბარნაბიშვილმა მათ მხოლოდ მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მისცა თანხმობა.

გოლეთიანის თქმით, საუბარია, ნამოხვანში აქციის მონაწილეთა ნაწილის შესვლასა და ადგილზე პროტესტის გაგრძელების უფლებაზე, რაც შეეხება კომპანიის მუშაობას, არ შეჩერდება და სამუშაოები გაგრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, ეს შეთავაზება მათთვის მიუღებელია.

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე