ავტორი:

განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზება „ევროპროდუქტის“ ერთგულ მომხმარებლებს

განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზება „ევროპროდუქტის“ ერთგულ მომხმარებლებს

აღდგომა მოდის და ყველა ცდილობს, განსაკუთრებულად შეხვდეს. ტრადიციების მიხედვით გაშალოს სააღდგომო სუფრა და ოჯახთან ერთად აღნიშნოს დღესასწაული.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასურველი და ხარისხიანი პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. ამიტომ ევროპროდუქტმა გადაწყვიტა განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზება გაუკეთოს ერთგულ მომხარებელს ტოპ 100 პროდუქტზე.

გაგაცნობთ იმ ბრენდების ჩამონათვალს, რომელიც სპეციალური ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში:

„კაშე“ - ბელგური შოკოლადი

დაარსების დღიდან კომპანიამ დაიკავა საპატიო ადგილი ბელგიის უმსხვილეს შოკოლადის მწარმოებლებს შორის. კაშე მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე.

ყველა ფილა იქმნება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, მხოლოდ ნატურალური არომატებით და 100%-ით ნატურალური კაკაოს კარაქით (მცენარეული ცხიმის გამოყენების გარეშე).

კაშეს ასორტიმენტი მდიდარია ორგანული, ნატურალური და გამორჩეული შოკოლადის ფილებითა და ბომბონერებით!

Cavendish & Harvey - ხილის უშაქრო გერმანული კანფეტები

უკვე 30 წელზე მეტია რაც კომპანია „კავენდიშმა და ჰარვიმ“ საკუთარი თავი მიუძღვნა საკონდიტრო ტკბილეულის დელიკატესების შექმნას. კომპანიამ შეარჩია საუკეთესო ინგრედიენტები და დახვეწილი რეცეპტების მეშვეობით ჩამოაყალიბა ურყევი ხარიხის სტანდარტი. მიზანი კი მარტივია, იყოს ისეთი ნაწარმი, რომლის გასინჯვის ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. გერმანული კანფეტები არ შეიცავს შაქარს!

ფრიკო - ჰოლანდიური ყველი

„ფრიკო“ ჰოლანდიური რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. იგი მზადება საუკეთესო ხარისხის რძით.გაუდა, ედამი და მასდამი - ჰოლანდიაში პატარა ქალაქების სახელწოდებებია, სწორედ მათი სახელი ჰქვია ფრიკოს ყველსაც, რომელსაც ორიგინალი წარმოშობის მედალი აქვს მინიჭებული. ფრიკომ იყო პირველი, რომელმაც შექმნა ყველის ეს დასახელებები.

თუ გსურთ შეიგრძნოთ ნამდვილი ჰოლანდიური ყველის გემო და არომატი, მაშინ "Frico" თქვენთვისაა!

ფრანგული ბრი, კამემბერი - ILE DE FRANCE

ბრი ფრანგული თეთრობიანი ყველია, რომლის გემოც იდეალურად ეხამება ხილს.

ბრის ასევე მეფეების ყველს ეძახიან და მისი ისტორია მე-8 საუკუნეში იწყება, როდესაც კარლოს I-მა, რეულ-ენ-ბრის მონასტერში პირველად დააგემოვნა ყველის ეს სახეობა და მის საყვარელ პროდუქტად იქცა იმ პერიოდში კი მეფეებს რაც მოსწონდათ, ის იმსახურებდა ხალხის სიყვარულსაც. ნამდვილი ფრანგული ILE DE FRANCE-ის ბრი და კამემბერი დაგხვდებათ ჩვენთან ფასდაკლებით

გრანაროლო - იტალიური რძის პროდუქტები

იტალიური გრანაროლოს ისტორია 1957 წლიდან იწყება. მათ აქვთ უმაღლესი ხარისხის რძე, იტალიის 12 რეგიონიდან. საუკეთესო მასკარპონე და რძე შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურ ფასად, მხოლოდ ევროპროდუქტში.

დანიური კარაქი - ლურპაკი

ლურპაკის დელიკატური გემოს შესაქმნელად გაერთიანებულია ტრადიციული მეთოდები და უახლესი ტექნოლოგიები. Lurpak ღია ფერის ნაღების კარაქია. წარმოების პროცესი იწყება დაახლოებით 20 კგ. ნატურალური რძით, ყოველ 1 კგ. კარაქზე. რძის ყველაზე ფასეული და არომატული ნაწილი - ნაღებია, რომელიც საგანგებოდ „მწიფდება“ გამოყენების წინ. Lurpak იდეალურია კერძების მომზადებისთვის, ცხობისთვის, დესერტებისთვის.

ელპოზო - ესპანური ხორცპროდუქტები

ELPOZO არის უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია, რომლის სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება.

აქვს საკუთარი ფერმები და მინდვრები, სადაც თავად მოჰყავთ ცხოველების საკვები.

„ელპოზოს“ პროდუქტები არის გენმდიფიცირებული ნივთირებების და გლუტენისგან თავისუფალი - GMO Free და Gluten Free.

ხორცპროდუქტში უგლუტეინობა ნიშნავს, რომ ის მზადდება გაუყინავი ხორცისგან და ფარშირების პროცესის შემდეგ მცენარეული შემკვრელების (ცილები) საჭიროება არ დგება.

ნორგვეგიული თევზი - ლეროი

იცოდით, რომ ნორვეგიული Leroy-ის თევზი ოკეანიდანაა და არა ტბიდან?

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში Leroy-ს თევზი უკონკურენტოა, მისი ხარისხით და გემოვნური თვისებებით.

ევროპროდუქტი Leroy-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

ფასდაკლების სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://bit.ly/2R00kTu

R

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

მსოფლიოში ყველაზე ტრენდული ეტიკეტები - როგორ ზრდიან ისინი პროდუქტის გაყიდვებს

Fuckup Nights Tbilisi 3 წლის გახდა