ავტორი:

"ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში შიზოფრენიული ნოტები გაჟღერდა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგრძელდება" - ლავროვი

"ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში შიზოფრენიული ნოტები გაჟღერდა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგრძელდება" - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, „შიზოფრენია“ უწოდა და ამის მაგალითად თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადება დაასახელა.

"სადღაც გაჟღერდა კიდეც შიზოფრენიული ნოტები ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში. ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გაგრძელდება სანქციები, რომ სანქციები იძლევა იმ ეფექტს, რომელზეც იმედებს ამყარებდა ვაშინგტონი და რომ სანქციების მიზანია დაძაბულობის შემცირება აშშ-სა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ლავროვმა.

„ვიმედოვნებ, ყველა ხვდება, რომ ასეთი სახის განცხადებები ღირსებას არ მატებს მათ, ვინც თეთრ სახლში მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების მიუხედავად, სამიტის გამართვის შესახებ იდეა რუსეთში პოზიტიურად არის აღქმული.

„თქვენ იცით, პრეზიდენტ პუტინს როგორი რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებაზე შეხვედრის გამართვის შესახებ: „ჩვენ ეს პოზიტიურად აღვიქვით. გვსურს გავიგოთ ამ ინიციატივის ყველა ასპექტი, რომლის შესწავლითაც ახლა ვართ დაკავებული“, - განაცხადა ლავროვმა.

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო"

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?