ავტორი:

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა მოკლულის ცოლი დააკავეს

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა მოკლულის ცოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი - 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული მოკლულის ცოლია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა