ავტორი:

"ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს" - რას წერს ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის წამლის შესახებ

"ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს" - რას წერს ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის წამლის შესახებ

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით დამაიმედებელ პოსტს აქვეყნებს და წერს იმ სამედიცინო მიღწევებზე, რომელმაც მალე შედეგი უნდა გამოიღოს.

"ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37% უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა. ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.

ამჟამად პფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე.

  • ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას.

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს ზურაბ გურული.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობა - Pfizer-ი ცდის წამალს, რომელიც შესაძლოა, ადამიანებმა, წლის ბოლოს, სახლის პირობებშიც მიიღონ

მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

"პასკას თავი რომ არ გაუსკდეს.." - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები