ავტორი:

"დედამიწაზე ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს, ინდური შტამი პრობლემურია, მაგრამ..." - ვახტანგ კალოიანი

"დედამიწაზე ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს, ინდური შტამი პრობლემურია, მაგრამ..." - ვახტანგ კალოიანი

ჩვენ ინფიცირების მორიგი ზრდა გვაქვს, რაც, როგორც მორიგი ტალღა შეიძლება ისე ითარგმნოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეგულაციები, რომელიც უნდა იყოს პროგნოზირებადი. ამასთან, როგორც კალოიანმა განაცხადა, როცა პრეზიდენტი არღვევს "კომენდანტის საათს", მოქალაქეს მკაცრად ვერ მიუთითებ, რომ მოთხოვნები შეასრულოს.

"ჩვენ მორიგი ზრდა გვაქვს ინფიცირების, რაც როგორც მორიგი ტალღა შეიძლება ისე ითარგმნოს. როცა პრეზიდენტი არღვევს "კომენდანტის საათს“ გასაგებია, ვთქვათ, რომ მოქალაქეს ისე მკაცრად ვერ მიუთითებ შეასრულოს ეს მოთხოვნები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეგულაციები, რომელიც უნდა იყოს პროგნოზირებადი. ძალიან ხშირად გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიან მიიღება“, - განაცხადა კალოიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსის "ინდურ შტამს“, როგორც კალოიანი აღნიშნავს, ამის გამო ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს.

"ადამიანები, ვისაც უფიქსირდებათ ინდოეთში მოგზაურობა, მათ 14 - დღიანი კარანტინი ექნებათ, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. მთავარია ეს განხორციელდეს და ხვრელები არ იყოს. დედამიწაზე ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს. თვითონ "ინდური შტამი“ პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებული დრამატიზებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კალოიანმა.

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა