ავტორი:

ახალი კვლევა და პრეპარატი, რომელიც კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგოდ ეფექტიან შედეგს აჩვენებს - "Favipiravir -ი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში"

ახალი კვლევა და პრეპარატი, რომელიც კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგოდ ეფექტიან შედეგს აჩვენებს - "Favipiravir -ი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში"

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს კოვიდის სამკურნალო პრეპარატზე, რომელიც სახლის პირობებშიც შეიძლება გამოვიყენოთ:

"როგორც ადრე დავწერე, გაერთიანებულ სამეფოში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი (Task Force), რომლის მიზანია წლის ბოლომდე შეიმუშავოს კოვიდის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიძლება სახლის პირობებში გამოიყენო.

დღეს გამოჩნდა პირველი ინფორმაცია, რომ ანტივირუსული პრეპარატი Favipiravir, რომელიც ლიცენზირებული და 2014 წლიდან იხმარება გრიპის სამკურნალოდ იაპონიაში, გახდა ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი ამ ჯგუფისთვის. პრეპარატმა უკვე აჩვენა პოტენციალი ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში შეამციროს ფილტვის დაზიანებები. ახლა კლინიკური კვლევები დაიწყო გლაზგოსა და ლონდონში, რათა დადგინდეს რამდენად შესაძლებელი და ეფექტურია ამ მედიკამენტის სახლის პირობებში გამოყენება, რაც დაეხმარება დაავადებულს იოლ ფორმებში გადაიტანოს დაავადება და არ მოხვდეს ჰოსპიტალში.

ამ მომენტისათვის კვლევებში ჩართულია 302 პაციენტი ანტივირუსული პრეპარატების უმეტესობა ეფექტურია ვირუსის აქტიური გამრავლების მომენტში, სანამ ვირუსი არ მოედება მთელს სხეულს და იმუნური სისტემა არ ჩაირთვება მასთან საბრძოლველად. შესაბამისად, პრეპარატი კარგი და ეფექტურია დააავდების პირველივე დღეებში. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ Favipiravir განსაკუთრებით დაეხმარება ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. მას შემდეგ, რაც ეს სპეციალური ჯგუფი ჩამოყალიბდა და ფინანსებიც გამოიყო, შესაძლებლელი გახდა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს კლინიკურ კვლევებში და შესაბამისად, უფრო სწრაფად დადგინდეს მედიკამენტის ეფექტურობა. გასულ წელს ჩინეთში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, ამ მედიკამენტით ჩატარებულმა მცირე კვლევებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, კერძოდ ის, რომ ამცირებს ფილტვების დაზიანებას და აჩქარებს სხეულს Sars-CoV-2-დან გაწმენდის სიჩქარეს. სწორედ ეს გახდა საფუძველი რომ გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებს მიექციათ ყურადღება ამ პრეპარატისადმი. კოვიდ -19-ის სხვა დადასტურებული მკურნალობისგან განსხვავებით, რომლებიც ამცირებენ სიმპტომების სიმძაფრეს მწვავე დაავადებით დაავადებულებში, Favipiravir ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში მოხვედრის შემდეგ და შემდგომ გავრცელებას მთელს სხეულში. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით მეტი შანსი აქვს ინდივიდს თავიდან აიცილოს სერიოზული ინფექცია. ასეთი საინტერესო და დამაიმედებელი ინფორმაცია", - წერს წერეთელი.

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა