ავტორი:

"ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა..." - რა წერილს აქვეყნებს პატრიარქი კახი კავსაძეზე?

"ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა..." - რა წერილს აქვეყნებს პატრიარქი კახი კავსაძეზე?

საქართველოს საპატრიარქო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილს ავრცელებს.

"წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე - თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება.

რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა.

ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა”, - ნათქვამია წერილში.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ოჯახის გადაწყვეტილებით მას საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - “თქვენს განსაკუთრებულ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ"

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა