ავტორი:

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და მისი ყოფილი თანაგუნდელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ეთერში წაკამთდნენ.

საუბარი შეეხებოდა ამნისტიის კანონპროექტსა და ნიკა მელიას გათავისუფლებას.

"ამნისტიას რაც შეეხება, ის რომ ამნისტია პრობლემატური იქნებოდა, ამაზე მე განცხადება პირველივე რაუნდის შემდეგ გავაკეთე. მოლაპარაკებებზე დავაყენე საკითხი, რომ ამნისტიის საკითხზე ახლავე ხომ არ შევთანხმდეთქო. რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს - "ნაცმოძრაობიდან" ჩემთან ერთად მომლაპარაკებელი იყო აკაკი მინაშვილი.

არა მხოლოდ მას, არამედ არც ერთ სხვა მონაწილეს ოპოზიციური პარტიებიდან ამნისტიის თაობაზე, ამ კუთხით, რომ ეს შეეხებოდა თუ არა პოლიციელებს და რას იტყვიან დაზარალებულები, არაფერი უთქვამთ. ეს იყო შეცდომა. მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მათ შორის აკაკი მინაშვილს არასოდეს მოლაპარაკებებზე არ უთქვამს, რომ ამ შეთანხმებას "ნაციონალური მოძრაობა" ამნისტიის გამო ვერ აწერდა ხელს. მათი პოზიცია იყო, რომ სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, ჩვენ შეთანხმებას ვერ მოვაწერთო. ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ შეთანხმების გარეშე მელია ვერ გათავისუფლდებოდა და ხელი უნდა მოგვეწერა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, სადაც ქალბატონმა ხატიამ მას მიმართა კითხვით, რომ რა სხვა გზა არსებობდა მელიას გასათავისუფლებლად, გარდა იმისა, რაც შეთანხმებაშია ჩადებულია. ამაზე ხატიამ ნახევრად ირონიოლი პასუხი მიიღო..." - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა

ამ განცხადების შემდეგ ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სამადაშვილის ნათქვამი უსინდოსობაა.

"არასწორად ამბობ, უსინდისობაა რასაც ამბობ, არ მოველოდი შენგან ამას. პირიქით იყო - მე ვამბობდი, შესაძლებელია თუ არა განგვეხილა თავდებობის საკითხი, რომელიც დააყენა მათ შორის "ლელომ" - აღნიშნა დეკანოიძემ, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა:

"საზოგადოება არ უნდა შეიყვანოთ შეცდომაში. ნიკა მელიას პატიმრობას ვერ ამოეფარებით. მისი გათავისუფლება ჩვენი ამოცანაა. ეს შეთანხმება მათ შრის ჩვენს გასათავისუფლებად გაფორმდა. არანაირი სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. ეს არის რეალობა".

"ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გუნდზე

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება - თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია" - ნიკა მელია