ავტორი:

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

ინტერნეტგამოცემა liga.net ისრაელი-პალესტინას შორის არსებული დაპირისპირების ახალ ფაზაში რუსეთის წვლილზე წერს.

"დაპირისპირების ბოლო და ერთ-ერთი წინაპირობა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლებასთან დაკავშირებით. პალესტინელებმა ეს გააპროტესტეს და იერუსალიმში არეულობა დაიწყო, რასაც პალესტინიდან სარაკეტო იერიში მოჰყვა. ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ეს უპასუხოდ არ დატოვა. კონფლიქტს საკმაოდ შორეული ფესვები აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება რუსეთისთვის ხელსაყრელია" - წერს უკრაინული გამოცემის ჟურნალისტი ვლადისლავ სერდიუკი.

საინფორმაციო პროპაგანდის საკითხებში ექსპერტი დმიტრი ზოლოტუხინი იმ საიდუმლო გარიგებებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთსა და პალესტინას შორის წლების განმავლობაში არსებობდა. მისი თქმით, კრემლი პალესტინას ფულით, იარაღით და დიპლომატიური გზებით ეხმარება, ასევე, მშვენივრად ახერხებს ისრაელსა და პალესტინას შორის ვითომ "სამშვიდობო ფორმატით" ვითარების ესკალაციას.

"რუსეთი პალესტინას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ეხმარება"

"ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან რუსეთსა და პალესტინას კულუარული ურთიერთობები ჰქონდათ. ცივი ომის პერიოდში მოსკოვი პალესტინის მხარეს იჭერდა, რადგან საბჭოთა კავშირი ისრაელს დასავლური იმპერიალიზმის მიერ მხარდაჭერილ ქვეყნად აღიქვამდა, პალესტინელებს კი "ეროვნულ განმათავისუფლებელ ძალად".

1970-იან წლებში პალესტინელები სპეციალურ მომზადებას КГБ-სა და ГРУ-ს სკოლებში კონსპირაციულად გადიოდნენ. იმავე წლებში, საბჭოთა კავშირი და პალესტინელი მებრძოლები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც, საბჭოთა კავშირი მათ ისრაელისა და ამერიკულ ობიექტებზე დივერსიული საქმიანობის სანაცვლოდ, იარაღითა და ტექნიკით დახმარებას დაპირდა.

1975 წელს პირველი პარტიაც გადასცეს. 1980-იანი წლების ბოლოს კი პალესტინელებს შორსმსროლელი არტილერია, სარაკეტო საზენიტო იარაღები, ტანკები, ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევების საკმაოდ დიდი არსენალი ჰქონდათ. მთლიანობაში, საბჭოთა კავშირის დროს, 1000-მა პალესტინელმა ბოევიკმა გაიარა მომზადება.

როგორ აწვდიდა რუსეთი პალესტინას იარაღს წლების განმავლობაში

ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღის კვალდაკვალ, პალესტინელებს უფრო თანამედროვე ПТРК Корнет-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსიც აქვთ, რომელიც რუსეთმა მას 2000 წელს დე-ფაქტოდ, სირიის, ირანისა და "ჰეზბოლას" გავლით მიჰყიდა. იგივე კომპლექსი პალესტინამ 2011 წელსაც მიიღო, რომლითაც 2011 წელს ისრაელში სასკოლო ავტობუსსაც ესროლეს. მაშინ ისრაელმა განმარტა, რომ რაკეტა, რომლითაც ტერაქტი მოაწყვეს, რუსული წარმოების არის. იმავე პერიოდში, ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა დიდ მანძილზე მსროლელი Катюша-ის მსგავსი რაკეტა მოიგერიეს..." - წერს გამოცემა.

მეტიც, 2000 წლის დასაწყისში, პუტინმა "ჰამასს" ცეცხლსასროლი იარაღი და ვერმტფრენები მიჰყიდა. ცნობისთვის, "ჰამასმა" რუსული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან ესროლა რაკეტა ისრაელის საპატრულო ჯიპს, რა დროსაც ისრაელის ჯარისკაცი ომერ თაბიბი დაიღუპა, სამი სამხედრო კი დაიჭრა.

ტერორისტების ლეგიტიმურობა...

გამოცემის ჟურნალისტის ცნობით, რუსეთი არა მხოლოდ ინარჩუნებს ურთიერთობას პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან (ფათაჰი), არამედ 2014-2021 წლებში პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ტვჯაერი რუსეთში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრადაც დადიოდა... ასევე, რუსეთის პრეზიდენტი ჩადიოდა პალესტინაში, სადაც "ჰამასისა" და სხვა ადგილობრივი დაჯგუფებების ლიდერებს ხვდებოდა.

"ცნობისთვის, "ჰამასი" ამერიკის, იაპონიის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვებისგან განსხვავებით, რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიიჩნევა. მოსკოვი დიპლომატიური კუთხითაც ეხმარება "ჰამასს" და შიდა პოლიტიკურ არენაზეც ხელს უმართავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სადაც მას "ფათაჰი" უწევს კონკურენციას. მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის შვიდი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. გასული წლის მარტში კი, მოსკოვში სტუმრად მიიღეს პალესტინაში ისლამისტური ჯიჰადის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაოსნობით, რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი დაიგეგმა..." - წერს გამოცემის ჟურნალისტი.

კრემლის ფინანსური მხარდაჭერა

იარაღის, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის გარდა, მოსკოვი აქტიურ ეკონომიკურ დახმარებას უწევს პალესტინას... იმაზე მეტს, ვიდრე ეს ოფიციალურად ჩანს. მაგალითად, მხოლოდ 2006 წელს, პალესტინისთვის გაწეული რუსული ფინანსური დახმარება 10 მილიონ დოლარს აჭარბებდა. გაეროს ორგანიზაციის ფარგლებში, 2013 წელს პალესტინელი დევნილებისთვის 3 მილიონი დოლარი გამოიყო. რუსეთის ნებართვით ევრაზიული კავშირის ქვეყნებში შედის პალესტინაში წარმოებული საქონელი.

გარდა ამისა, სირიაში, ირანში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში გაფანტული "ჰამასის" ლიდერები და მებრძოლები თავისი საქმიანობისთვის პირადად იღებენ თანხებს რუსეთიდან, რის დარეგულირებასაც საერთაშორისო საზოგადოება დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

როგორ ცდილობს რუსეთი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

"რუსეთის ყოველი ქმედება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინაში, ემსახურება რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროკავშირთან, გაეროსთან და ამერიკასთან ერთად კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მონაწილედ გვევლინება. როდესაც ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რუსეთმა ის კატეგორიულად არ მიიღო, რადგან მეტი მექანიზმი ექნება ახლო აღმოსავლეთში არეულობის მოწყობის, გავლენების გაძლიერების შანსსაც გაზრდის და ამერიკისა და დასავლეთის როლის დაკნინებით, პუტინი მთავარ მოთამაშედ შემოვა, ეს კი, ქვეყნის შიგნით და გარეთ მისთვის ძალზე მისაღებია" - წერს გამოცემა.

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

"რაც მეტი შტამია, მით მეტია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას" - რას ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი ვაქცინების "უსამართლო გადანაწილებაზე"