ავტორი:

ფოტოებზე აღბეჭდილი ისრაელისა და ღაზის სექტორის შეიარაღებული კონფლიქტის ერთი ღამე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ფოტოებზე აღბეჭდილი ისრაელისა და ღაზის სექტორის შეიარაღებული კონფლიქტის ერთი ღამე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელსა და ღაზაში წუხელ მძიმე ღამე იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა“ დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა. ზილბერმანის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში "ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოს ცნობითვე, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას კი, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ი წერს, რომ დღეს დილით ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში "ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. მათი ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.

გთავაზობთ Reuters-ის ფოტოებს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებაა აღბეჭდილი:

პალესტინელები უყურებენ თუ როგორ ინგრევა შენობა ისრაელის იერიშის შემდეგ

კვამლში გახვეული შენობები ღაზაში

ღაზადან ნასროლი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დამწვარი ავტომობილი

ისრაელი, ჰოლონი - რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ

ასეთი სინათლის ზოლი ჩანს მაშინ, როცა ისრაელის "რკინის გუმბათი" ხელს უშლის ღაზიდან გამოშვებულ რაკეტებს

ისრაელი, ჰოლონი

ისრაელი, აშქელონი

აშკელონი - ადამიანები სირენების ხმაზე უსაფრთხო ადგილებისკენ გარბიან

ღაზა - ატირებული ბიჭუნა. მისი ძმა კონფლიქტს ემსხვერპლა

ღაზას სექტორი

ღაზა - დაჭრილი პალესტინელი ბიჭი

ღაზა - ევაკუაცია

ისრაელის თავდაცვის სისტემა ანეიტრალებს ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს

ისრაელი, აშქელონი

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

ელენ დეჯენერესის მიმართ გამოთქმული სკანდალური ბრალდებების შემდეგ, "ელენის შოუ" იხურება - "ვგრძნობ, მის დასასრულებლად შესაფერისი დროა"

ღაზიდან სარაკეტო თავდასხმას ისრაელი სახმელეთო და საჰაერო იერიშით პასუხობს - როგორია ვითარება კონფლიქტის ზონაში (ფოტოები)