ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

მსოფლიო 2020 წლის 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამ დროის განმავლობაში ვირუსმა არაერთი მუტაცია განიცადა. დღეს უკვე არსებობს ვირუსის სხვადასხვა შტამები. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული კვლევებით, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ვარიანტად "დელტა" შტამი სახელდება, თუმცა ბოლო პერიოდში მედიკოსების ყურადღება მიიპყრო კოვიდ-19-ის კიდევ ერთმა, "ლამბდა" შტამმა.

აღნიშნული ვარიანტი უმეტესწილად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. განსაკუთრებით ბევრია შემთხვევები პერუში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ვარიანტი ჯერ კიდევ შარშან აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "საყურადღებო შტამი“ უწოდა.

ივნისის შუა რიცხვებში ჯანმომ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ვარიანტი სწრაფად იწყებს გავრცელებას და მას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ჯანმოს ინფორმაციითვე "ლამბდა" ვარიანტი გავრცელებულია მსოფლიოს 29 ქვეყანაში, ყველაზე უფრო ხშირად ის გვხვდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პერუში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების 81% სწორედ აღნიშნულ შტამს უკავშირდება.

პერუს გარდა "ლამბდა“ ვარიანტი გამოვლენილია შემდეგ ქვეყნებში - ჩილე, არგენტინა, ეკვადორი, ბრაზილია, კოლუმბია, აშშ, კანადა, გერმანია, ესპანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.

  • არის თუ არა კორონავირუსის ლამბდა ვარიანტი უფრო სახიფათო?

ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სხვა ორგანოები სწავლობენ აღნიშნულ ვარიანტს და ადარებენ კორონავირუსის სხვა შტამებს.

სწავლობენ ასევე იმას თუ რამდენად გადამდებია და რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. ჯანმოს წინასწარი მოკვლევის მიხედვით, შესაძლოა ეს ვარიანტი შეიცავდეს რამდენიმე მუტაციას, რის გამოც უფრო გადამდები იყოს და ადამიანის ორგანიზმი ნაკლებ იმუნურობას ავლენდეს მის მიმართ.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ შტამში არსებულ "სპეციფიკურ მუტაციებს“ ექსპერტები "უჩვეულოს“ უწოდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "ლამბდა" შტამზე ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად ჯერ კიდევ არაერთი კვლევაა ჩასატარებელი. გარდა ამისა, ამ დროისთვის მეცნიერები სწავლობენ ვაქცინების ეფექტიანობასაც აღნიშნული შტამის მიმართ.

წყარო: cnbc.com

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე

რატომ ამბობს ჩინეთი უარს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოიძიების მეორე ეტაპზე - "ჩინეთის ქმედება უპასუხისმგებლო და სახიფათოა"

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?