ავტორი:

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქის" მეშვეობით, რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს რესპუბლიკის მოედანზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართავს, რა დროსაც "სირცხვილიას" წევრებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს "ქართული მარშის" წარმომადგენელი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი დაუპირისპირდა.

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს და როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი? არა ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!!შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენს შემდეგაც იგივეს ვაპირებთ! მე ვიცი რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!" - წერს მაქარაშვილი.

24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა. "სირცხვილიას" აქტივისტს სალომე ბარკერს ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც სალომე ბარკერი აცხადებს, ის აქციაზე მეგობრებთან ერთად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად იყო მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ.

ბარკერსა და მის მეგობრებს აქციის მონაწილეებმა პროვოკატორები უწოდეს და მოთხოვნა წაუყენეს, რომ ლგბტ სამკლავური მოეხსნათ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს, „პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

საბოლოოდ აქტივისტებმა აქცია დატოვეს.

აღნიშნულ ფაქტს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ აქციაზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება:

"გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა არის ახლა ამ ძალადობისა და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები - ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს... მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციებზე და ეს იქნება სწორედ ის პრევენცია, რომ არ მოხდეს რამე მსგავსი დაპირისპირებები. ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე", - აღნიშნა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ. გეგმების შესახებ 24 მაისს, აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა 24 მაისის აქციაზე.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათენა, სადაც კარვებია გაშლილი.

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება