ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით..." - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში

"ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით..." - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, არ გაჩერდნენ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

„ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

5 წლის შემდეგაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, ოკუპანტების გადაწყვეტილებით, კვლავ არ დასჯილან - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი