"ჯიპიაი ჰოლდინგისა" და ავიაკომაპნია "პეგასუს" ექსკლუზიური წარმომადგენლის - Georgian Avia Service Agency-ს ერთობლივი პროექტი - იფრინეთ ყველაზე მშვიდად და იაფად საქართველოში!

"ჯიპიაი ჰოლდინგისა" და ავიაკომაპნია "პეგასუს" ექსკლუზიური წარმომადგენლის - Georgian Avia Service Agency-ს ერთობლივი პროექტი - იფრინეთ ყველაზე მშვიდად და იაფად საქართველოში!

"ჯიპიაი ჰოლდინგი" და ტურისტული კომპანია Georgian Avia Service Agency (ავიაკომპანია "პეგასუს"-ის ექსლუზიური წარმომადგენელი საქართველოში) უპრეცედენტო პროექტს იწყებს: საქართველოში ყველაზე იაფი ავიაბილეთის მფლობელი დაზღვევას უფასოდ მიიღებს.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" უზრუნველყოფს, რომ Georgian Avia Service Agency-ში შეძენილ ავიაკომპანია "პეგასუს"-ის ყველა ბილეთს გარანტირებულად თან ახლდეს: მოგზაურობის გადადების/გაუქმების დაზღვევა, ფრენის შეფერხების დაზღვევა, ბიზნეს-მივლინების დაზღვევა, ბარგის დაკარგვის დაზღვევა.

პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ამ ნოვატორულ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას Georgian Avia Service Agency -სთან ერთად. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ უნიკალური პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ ევროპული გამოცდილება და წარმატებით მოვახდინეთ ადგილობრივ მოთხოვნებზე ადაპტირება.

ჩვენი დაზღვევით Georgian Avia Service Agency-ის ყველა კლიენტს მშვიდად შეეძლება "პეგასუსის" ბილეთის წინასწარ დაჯავშნა ან შესყიდვა, ვინაიდან გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ბილეთის საზღაურს უკან მიიღებს და თანხას აღარ დაკარგავს. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნეს და სამთავრობო წრეებისთვის, როდესაც ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რასაც ვერ გათვლი. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს საცხოვრებელი და ყოველდღიური თანხის ანაზღაურებას ფრენის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვა, და ა.შ. ვფიქრობ, ქართველი მომხმარებლისთვის ეს საკმაოდ მიმზიდველი იქნება."

ავიაკომპანია "პეგასუს" ფრენას 10 ოქტომბრიდან დაიწყებს. Georgian Avia Service Agency-ში შეძენილი ყველა ბილეთს "ჯიპიაი ჰოლდინგის" დაზღვევა ახლავს თან.

ბილეთის შეძენის წერტილში შესაძლებელი იქნება ასევე საზღვარგარეთ სამედიცინო დაზღვევის შეძენაც. აღნიშნული დაზღვევა საკმაოდ ხელმისაწვდომია (დღეში საშუალოდ ერთი ლარი) და ფარავს საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს 50,000 ევროს ლიმიტით.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. "ჯიპიაი"-ს ამ მომსახურებით წელიწადში ათასობით ადამიანი სარგებლობს.

R

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ