ავტორი:

ინტერიერის დიზაინის 5 აქტუალური ტრენდი დიზაინერებისგან

ინტერიერის დიზაინის 5 აქტუალური ტრენდი დიზაინერებისგან

ინტერიერის დიზაინი ბევრისთვის მხოლოდ ისაა, თუ როგორ შპალერს გააკრავს და სად დაკიდებს ნახატს. თუმცა, რეალურად, ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო მეტია. ეს არის სახლის, ჩვენი საკუთარი სივრცის მოწყობის ფილოსოფია და ის მხოლოდ იმისთვის არაა საჭირო, რომ სახლი ლამაზად გამოიყურებოდეს. რეალურად, დიზაინი ბევრად დიდ გავლენს ახდენს ადამიანზე, ვიდრე მას წარმოუდგენია. ინტერიერის დიზაინის თითოეულ დეტალს, მაგალითად, კედლის ფერს, ნახატს, საწოლის ფორმას თუ მდებარეობას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაზღვროს მისი განწყობა, მისცეს მოტივაცია, რომ მეტი იმუშაოს, გაბედოს და გააკეთოს რამე ახალი, იყოს უფრო მხიარული და ასე შემდეგ.

განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერის დიზაინი დიზაინერს გააკეთებინოთ და თავად არ დაგეგმოთ. ამ შემთხვევაში ნამდვილად შეძლებთ, შექმნათ ჰარმონია სახლში, რომელიც პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„მიჰაუსის“ დიზაინერები წარმოგიდგენენ დიზაინის 5 აქტუალურ ტრენდს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია.

50-60 წლების მოდერნი

გივი სარალიძე - ინტერიერის დიზაინერი

ეს კონკრეტული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია ინტერიერის დიზაინში. ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე ან ახალი ნივთები ძველი სტილით - სწორედ ეს ორი კრიტერიუმი ქმნის ტრენდს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია პოპულარული.

სკანდინავიური სტილი

რუბო მხითარიანი - ინტერიერის დიზაინერი

სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სიმყუდროვე და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი თეთრი გარემოა.

ლოფტის ინდუსტრიალიზმის მიმდინარეობა

მარიამ კენჩხაძე - ინტერიერის დიზაინერი

ლოფტის ინდუსტრიალიზმის მიმდინარეობა ლითონის დეტალებით, ბეტონის უხეში ტექსტურებითა და დაუმუშავებელი მასალების გამოყენებით გამოირჩევა.

ჰაი-ტეკი

გივი სარალიძე - ინტერიერის დიზაინერი

ჰაი ტეკის სტილის მთავარ ინსპირაციას ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენს.

მინიმალიზმი

მარიამ კენჩხაძე - ინტერიერის დიზაინერი

მინიმალიზმი, რომელიც მარტივი და სწორხაზოვანი ფორმებით ხასიათდება, წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება.

„ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ინდივიდუალური ფერთა გამა და ხასიათი. კონკრეტული ფერის გამოყოფა ცოტა რთულია, რადგან ფერები იყოფა სხვადასხვა მიმართულებად. პირველ რიგში, გამოვარჩევდი პასტელურ ტონებს: ღია ცისფერს, ღია ატმისფერს, ღია მწვანეს და ა.შ. ღია ფერები თვალისთვის არ არის გამაღიზიანებელი პირიქით ამშვიდებს და ნათელს ხდის ოთახს, ასევე ნოსტალგიურ განწყობასაც უქმნის ადამიანს. სხვა მხრივ, შეგვიძლია ასევე გამოვყოთ მკვეთრი და აქცენტური ფერები, როლებიც მკაცრს და დომინანტურს ხდის გარემოს,“ - განმარტავს „მიჰაუსის“ დიზაინერი მარიამ კენჩხაძე.

არ დაგავიწყდეთ, არასწორად დაგეგმილ ან განხორციელებულ დიზაინს შეუძლია მნიშვნელოვნად გააფუჭოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომ ენდეთ მხოლოდ პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერებს.

"გლობალ ქონექშენი’’ -  პირველი ბიზნეს პლატფორმა საქართველოში

დაუჯერებელი ფაქტები, რასაც შენი ცხოვრების მანძილზე აკეთებ

საქართველოში პირველი სავაჭრო  ორგანიზაცია, „ლილო მოლი“ უკვე 30 წლისაა